სიახლეები
პიროვნება

„ერთობლივი მუშაობით იმაზე მეტი შევძელით, ვიდრე მოლოდინი გვქონდა“- თამარ მელიქიძე, თბილისის N90 საჯარო სკოლის დირექტორი
22-07-2021
-
+


ქალაქ თბილისის N90 საჯარო სკოლის დირექტორი, თამარ მელიქიძე პროფესიით ქიმიკოსია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კვლევების მიმართულებით სურდა მუშაობის გაგრძელება, თუმცა ბედის ბორბალმა, მისი სურვილის მიუხედავად, სკოლამდე მიიყვანა და უკვე წლებია, რაც ამ სექტორში მუშაობს. მის ხელში არაერთმა თაობამ გაიარა, ბევრი მოსწავლე დააფრთიანა და ბოლოს, სკოლის მართვის სადავეები აიღო ხელში... ქალბატონმა თამარმა გვიამბო ცოტა რამ საკუთარი თავის შესახებ და ასევე გასული სასწავლო წლის გამოწვევებზე და  რეფორმებზე გვესაუბრა.

თამარი მელიქიძე:  22 წლის ვიყავი, როცა დავამთავრე უნივერსიტეტის  ქიმიის ფაკულტეტი  და მუშაობა დავიწყე თბილისის მე-7 საჯარო სკოლაში. თავიდან მასწავლებლობის დიდი სურვილი არ მქონია, უბრალოდ დროებით, შემცვლელი პედაგოგი უნდა ვყოფილიყავი. დირექტორი სულ მეუბნებოდა, რომ ეს ჩემი საქმე იყო, მე ეს შემეძლო და მოკლედ, მთხოვდა გაკვეთილების ჩატარებას და ტრენინგებში მონაწილეობის მიღებას. ამ ადამიანმა ძალიან დიდი გავლენა იქონია შემდეგ ჩემს კარიერაზე...მოკლედ, შემოვრჩი სკოლას, მერე დაწყებითის გადამზადების ერთწლიანი პროგრამა გავიარე და ამ მიმართულებითაც ვიმუშავე. არც დირექტორობა მინდოდა დიდად, ამ შემთხვევაშიც 190-ე სკოლის დირექტორის თხოვნით გავედი კონკურსზე, ჩავაბარე გამოცდა, გავიარე გასაუბრება და ლოტოტრონით ამირჩიეს 90-ე საჯარო სკოლის დირექტორად.

- რა მიმართულებით გინდოდათ, რომ დასაქმებულიყავით? დღეს თვლით, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ?
 - როცა ქიმიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, არასოდეს მიფიქრია, რომ ვიქნებოდი მასწავლებელი, უფრო კვლევით ლაბორატორიაში მინდოდა მუშაობა - ეს იყო ჩემი მიზანი. დიახ, დღეს მიმაჩნია, რომ სწორი გზა ავირჩიე - სკოლა ნამდვილად ჩემი ადგილია და სხვაგან ალბათ, ვერც ვიმუშავებდი. ვიპოვე ჩემთვის საინტერესო საქმე, რომელსაც გულით ვაკეთებ და რომელიც მიყვარს. ამავე დროს ვარ ქიმიის წამყვანი მასწავლებელი და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან თანამდებობა მუდმივი არ არის, ხოლო ჩემი სპეციალობა - დამრჩება.

- წელს წამყვან მასწავლებლებს არ მოგეცათ კომპეტენციის ამაღლების შესაძლებლობა. ეს რამდენად აფერხებს თქვენს წარმატებას?
- კი, რა თქმა უნდა, აფერხებს. ჩვენს სკოლაში ბევრია რესურსი, რომ წამყვანი პედაგოგები გახდნენ, მაგრამ მათაც არ მიეცათ ამის საშუალება. ყველას ამ რთულმა პერიოდმა შეუშალა ხელი. თუმცა, სამომავლოდ ველოდებით, რომ ბევრი პედაგოგი აიმაღლებს სტატუსს. მე  და ჩემი რამდენიმე კოლეგაც ვაპირებთ შემდეგი საფეხურისთვის ბრძოლას.

- როგორ დაძლიეთ გასულ სასწავლო წელთან დაკავშირებული გამოწვევები?
- 2020-2021 სასწავლო წელი მართლაც რთული იყო. დასაწყისისთვის შეგვეშინდა კიდეც, არ ვიცოდით, როგორ წარიმართებოდა სასწავლო პროცესი. ცოტა დაბნეულები ვიყავით, მაგრამ კარგად გავართვით თავი ამ გამოწვევებს. მასწავლებლებს პარალელურ რეჟიმში ტრენინგები ჰქონდათ, თუმცა შეძლეს ყველაფერთან გამკლავება. ერთობლივი მუშაობით იმაზე მეტი შევძელით, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენთვის ნაყოფიერი წელი აღმოჩნდა, რამდენიმე კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა და გავიმარჯვეთ  კიდეც. განვახორციელეთ არაერთი პროექტი.

- რამდენად ნაყოფიერი იყო ეს ტრენინგები პედაგოგებისთვის?
- უნდა ვაღიაროთ, რომ პედაგოგებს სამუშაო რეჟიმი ძალიან რთული და გადატვირთული ჰქონდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომელ პედაგოგთანაც მქონდა გასაუბრება, აღნიშნული ტრენინგებით იმდენად კმაყოფილები იყვნენ, რომ კიდევ ჰქონდათ სურვილი აქტიურად დასწრებოდნენ. ამ გამოწვევების ფონზე, მასწავლებლები ნამდვილად გმირები აღმოჩნდნენ, რადგან ურთულესი პერიოდი გაიარეს: ჯერ სკოლაში ატარებდნენ გაკვეთილებს, მერე სახლში დისტანციურად, საღამოს კი ტრენინგები უტარდებოდათ, თუმცა ამ რეჟიმის გამო, რომ გითხრათ წუწუნებდნენ - არა, პირიქით კმაყოფილები იყვნენ იმით, რომ თურმე რამდენი რამის კეთება შესძლებიათ.

- დისტანციურ სწავლებას უარყოფითთან ერთად, დადებითი მხარე თუ ჰქონდა?
- სკოლაში სწავლება, რომ ბევრად უფრო ხარისხიანია ვიდრე დისტანციურად, ამაზე დავა არ შეიძლება, მაგრამ ამ პერიოდში იყო ისეთი შემთხვევები, როცა ბავშვი სკოლაში არ გამოირჩეოდა აქტიურობით, თუმცა დისტანციური სწავლების დროს გააქტიურდა. ამ ბავშვებთან მქონდა დიალოგი და მათ მითხრეს: როცა მარტო რჩებოდნენ თავიანთ თავთან უფრო თავისუფლად სცემდნენ კითხვებზე პასუხს, არ ეშინოდათ შეცდომების დაშვების და თანაკლასელების რეაქციის. რაღაც მხრივ დადებითი პროცესები მართლა ახლდა დისტანციურ სწავლებას, თუნდაც ის, რომ პედაგოგები, რომლებიც ვერ მეგობრობდნენ კომპიუტერთან - მარტივად აითვისეს ტექნიკა და თავისუფლად შეძლეს დისტანციური გაკვეთილების ჩატარება.

- ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა თუ დაიწყო თქვენს სკოლაში და რამდენად გაამართლებს ის?
- ჩვენი სკოლა ამ ეტაპზე არ არის „ახალის სკოლის“ მოდელში ჩართული და უფრო ზედაპირულად ვიცი ეს საკითხები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი პედაგოგების უმრავლესობას სიახლეების მიმღებლობა ნამდვილად აქვთ, შესაბამისად აქტიურად არიან ჩართული ნებისმიერ ახალ წამოწყებაში. წინასწარ ვერ გეტყვით გაამართლებს თუ არა, რადგან ჯერ დასანერგია სკოლებში. მგონია, რომ საინტერესო მიდგომები აქვთ და შესაბამისად, შედეგიც კარგი უნდა იყოს. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- მასწავლებლების გამოცდაზე თუ გადიან თქვენი სკოლიდან?
- ჩემთან მხოლოდ, ერთი პრაქტიკოსი და ერთი სპეცმასწავლებელი გადის გამოცდაზე. ორივე მათგანზე დიდ იმედებს ვამყარებ.

- სპეცმასწავლებლების ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში დადებითი შედეგები მოაქვს?
- უდაოდ. ჩვენ გვყავს სპეცმასწავლებელი, ფსიქოლოგი და ასისტენტი. ძალიან კარგი გუნდია, მართლა კმაყოფილი ვარ მათი მუშაობით. არაერთი მშობელი მოსულა მათი მისამართით მადლობის სათქმელად. პანდემიის დროს, ორი ბავშვი გვყავდა, რომელიც ვერ ახერხებდა დისტანციურ სწავლებაში ჩართვას და ვერც სკოლაში დადიოდა - მშობლებს ეშინოდათ. მათთვის ჩემი პედაგოგები ამზადებდნენ  დავალებებს, უგზავნიდნენ მშობელს და შესრულებულ დავალებას უკან იღებდნენ.

- სსსმ მოსწავლეების მიმღებლობასთან დაკავშირებით პრობლემები იყო ხოლმე. როგორ ფიქრობთ, ამ მხრივ რა შეიცვალა?
-  ჩემთან ეს პრობლემა არასოდეს ყოფილა. თავიდანვე ისეთი განწყობა შექმნა ჩემმა გუნდმა, რომ საოცარი მიმღებლობა ჰქონდათ ბავშვებს და მშობლებსაც. პირველი ბავშვები, რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ გაცილებით პრობლემურები იყვენენ, ვიდრე შემდეგი თაობა, მაგრამ არასოდეს მსგავსი პრობლემა არ შეგვქმნია - პირიქით, მშობლებიც და ბავშვებიც მეგობრულად იყვნენ მათ მიმართ განწყობილები. ალბათ, ბევრია დამოკიდებული, როგორ მიაწოდებთ ამ ყველაფერს და მასწავლებელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ განაწყობს კლასს სსსმ მოსწავლეების მიმართ.

- ელექტრონულ ჟურნალზე გადასვლა რამდენად მარტივი იყო პედაგოგებისთვის?
- წელს მხოლოდ ელექტრონულ ჟურნალს ვიყენებდით და ცოტა უმნიშვნელო პრობლემები გვქონდა. ვთვლი ბევრად მოსახერხებელია ელექტრონული ჟურნალი. ამ პანდემიის პერიოდში ეს დიდი შეღავათი იყო, რადგან ჟურნალი შეიძლება ვირუსის გადამტანი ყოფილიყო. თუმცა, ერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ, როცა გადავდივართ ელექტრონულ ჟურნალზე აუცილებელია ყველა საკლასო ოთახში იყოს კომპიუტერი.

- ამის ფუფუნება რამდენად გაქვთ?
- ამ ეტაპზე ეს პრობლემატური საკითხია, მაგრამ მაინც ვახერხებთ კომპიუტერების ოთახიდან, ლაბორატორიაში არსებული კომპიუტერებიდან, თუ მობილური ტელეფონებიდან მუშაობას. თუმცა სამომავლოდ კარგი იქნება, თუ ყველა საკლასო ოთახი აღჭურვილი იქნება კომპიუტერით.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება