სიახლეები
სკოლები

„გვჯერა, რომ კიდევ ბევრჯერ გვასახელებს“- თერჯოლის N2 საჯარო სკოლა ნიჭიერ მოსწავლეს - გიორგი ჯუღელს გვაცნობს
22-07-2021
-
+


თერჯოლის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის ნიჭიერმა მოსწავლემ - გიორგი ჯუღელმა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე მაღალი ქულები მოიპოვა.

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიორგი  2020-2021 სასწავლო წელს „თერჯოლის ეტალონი მოსწავლე“ გახდა.
სკოლა ამაყობს მოსწავლის მიღწევებით.

„თერჯოლის N2 საჯარო სკოლა ყოველთვის იყო გამორჩეული ისეთი მოსწავლეებით, რომლებიც თავიანთი მიღწევებით  სკოლას  სახელს მატებდნენ, გამორჩეულ და განსაკუთრებულ ადგილს იმკვიდრებდნენ ჩვენს ისტორიაში.
ამჯერად, სწორედ ერთ-ერთ ასეთ მოსწავლეზე გვინდა გიამბოთ.
გიორგი ჯუღელი მეთერთმეტე კლასის გამორჩეული, მონდომებული და უნარიანი ახალგაზრდაა.
სწავლისადმი მისი დამოკიდებულება, მისი ინტერესი და პასუხისმგებლობა სამაგალითოა, არის  ერთნაირად  წარმატებული ყველა საგანში და ცდილობს თავისი ცოდნა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზეც წარმოაჩინოს, სადაც წარმატება არც ისე ადვილია, რადგან მასში ქვეყნის მასშტაბით უამრავი მოსწავლე მონაწილეობს.

არც ერთი წუთი ეჭვი არ შეგვპარვია ჩვენ, მის მასწავლებლებს, რომ გიორგი გვასახელებდა, სიამაყის გრძნობით  აგვავსებდა და ჩვენს ერთობლივ, ამდენი წლის  ნაღვაწს საუკეთესოდ წარმოაჩენდა.
მართლაც, გიორგიმ  წარმატებით გადალახა ოლიმპიადის ორი ტური და ფინალურ, მესამე ტურშიც საუკეთესო შედეგები აჩვენა.
ქართული ენასა და ლიტერატურაში 40 -დან 32 ქულა, ხოლო  ისტორიაში 25-დან  20 ქულა დაიმსახურა.

აღსანიშნავია ისიც,  რომ გიორგი  2020-2021 სასწავლო  წელს „თერჯოლის ეტალონი მოსწავლე“ გახდა. 
გიორგი ჯუღელის ძლიერი მხარე სწორედ სკოლის სახელის პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენაა, მისი ავტორიტეტი კი საოცარი  შერწყმა ინტელექტსა და თავდაჯერებულობას  შორის. 
მომავალ წელს გიორგი უკვე აბიტურიენტია, გვჯერა, რომ კიდევ ბევრჯერ გვასახელებს და იტყვის თავის სათქმელს ცხოვრების ყველა ეტაპზე!“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება