ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველთვის გამორჩეულ და საინტერესო აქტივობებს აწყობენ.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ამჯერადაც გამოიჩინეს თავი და განსაკუთრებით აღნიშნეს 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც 1949 წელის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა და 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად.
ამ დღესთან დაკავშირებით პედაგოგმა მოსწავლეებს მათი დღე მიულოცა და ლექსიც წაუკითხა.
ასევე, მოსწავლეებმა და პედაგოგმა ერთობლივად მოაწყვეს სახალისო ფლეშმობი, სადაც მღერიან და მთელი ქვეყნის ბავშვებს ულოცავენ მათ დღეს.
კლდის საჯარო სკოლის მოსწავლეები კიდევ მეტ საინტერესო და სახალისო ღონისძიებებს, ახალი სასწავლო წლიდან შემოგვთავაზებენ.