ველევის საჯარო სკოლის მერვეკლასელის - დათო ნეფარიძის დამსახურებული ოქროს სიგელი და წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
22-07-2021
დაკოპირებულია
-
+
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე დათო ნეფარიძემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის ოქროს სიგელი დაიმსახურა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპში წარმატებული მონაწილე დაჯილდოვდა.
20 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ამბროლაურელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ამბროლაურელი მოსწავლე „ეტალონის“ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.