ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლის, მერი დუმბაძის წარმატება სპორტულ აკრობატიკაში
26-07-2021
დაკოპირებულია
-
+
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევებს სკოლა საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. მშობლიური სკოლა ამჯერად მე-5 კლასის მოსწავლემ, მერი დუმბაძემ ასახელა.
სპორტულ აკრობატიკაში, აჭარის შიდა სასკოლო პირველობაზე მერიმ პირველი ადგილი დაიკავა და დაჯილდოვდა. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა წყვილებში და ერთეულებში (მოხტუნავე).
ფერიის საჯარო სკოლა, ამაყობს მერი დუმბაძის მიღწევით და კიდევ მეტ წარმატებებს უსურვებს პატარა სპორტსმენს.