ახალგაზრდა და ჭაბუკმა სამბისტებმა მსოფლიო პირველობაზე 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო მოიპოვეს
20.10.2017
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში 12-16 ოქტომბერს გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 

მსოფლიოს ჩემპიონები ჭაბუკებს შორის გაგა ვარდოსანიძე (52 კგ), გაგა ბახტიძე (60 კგ) და ლევან გუგავა (70 კგ) გახდნენ, ახალგაზრდებს შორის კი ოქროს მედალს დავით რამაზაშვილი დაეუფლა. 

აღსანიშნავია, რომ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

ნოვი სადიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრების წევრებს და მწვრთნელებს, ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროში შეხვდა და მოპოვებული წარმატება მიულოცა.

მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის. 12-16 ოქტომბერი, სერბეთი (ნოვი სადი)

ჭაბუკები

ოქრო - გოგა ვარდოსანიძე (52 კგ)
ოქრო - გაგა ბახტიძე (60 კგ)
ოქრო - ლევან გუგავა (70 კგ)
ვერცხლი - საბა გრიგალაშვილი (65 კგ)
ბრინჯაო - ამირან დარბაისელი (56 კგ)
ბრინჯაო - ლაშა მათიაშვილი (81 კგ)
ბრინჯაო - ომარ საური (87 კგ)
ბრინჯაო - ქეთინო ჩხაიძე (70 კგ)

ახალგაზრდები

ოქრო - დავით რამაზაშვილი (100 კგ)
ვერცხლი - დავით კოპაძე (68 კგ)
ბრინჯაო - ვახტანგ მეტივიშვილი (57 კგ)
ბრინჯაო - ნიკა სიდამონიძე (90 კგ)


კომენტარები


სხვა სიახლეები
18.11.2017
ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახური იუწყება
18.11.2017
ახლად დამტკიცებული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები და გამგებლები თბილისის მერთან ერთად მუშაობას ორშაბათიდან დაიწყებენ
შაბ, 18 ნოემბერი 2017
14:23