სიახლეები
სამასწავლებლო

„დისტანციურ სწავლებას ნამდვილად საკლასო გვირჩევნია“ - დირექტორები დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით
15-08-2021
-
+


შეზღუდვების ამოქმედების პარალელურად, კიდევ უფრო აქტუალურია კითხვა - რამდენად არიან მზად საჯარო სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმისთვის? სწორედ ამ კითხვით მიმართა Etaloni.ge-მ სხვადსხვა სკოლის დირექტორს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის დირექტორი იზა ღიბრაძე:

„დისტანციურად შარშანაც ვსწავლობდით, ამიტომ ნამდვილად მზად ვართ ისევ იმავე რეჟიმისთვის. მობილიზებული ვართ როგორც მასწავლებელები, ასევე მოსწავლეები და დირექცია. შარშან ძირითადი პრობლემა ინტერნეტი ან ტელეფონი იყო, მაგრამ ნელ-ნელა ეს ხარვეზიც სწორდება. მოსწავლეები ახლა უფრო მზად არიან ამ გამოწვევისთვის. თავიდან Facebook „მესენჯერით“ ვცდილობდით გაკვეთილების ჩატარებას და დასწრება ნაკლები იყო, თუმცა პრობლემა მას შემდეგ აღმოიფხვრა, რაც „თიმსზე“ გადავედით. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია და შეძლებისდაგვარად, ნამდვილად ვახერხებთ, რომ სისტემა აწყობილი გვქონდეს. როდესაც ბავშვი საკლასო ოთახში ზის, იგი უფრო ინფორმირებულია და სწავლის პროცესი მეტად სასიამოვნოა. თუმცა ონლაინ ფორმატშიც ყველანაირად ვუმკლავდებით გამოწვევებს.“

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ნატმელაძე:

„ჯერ სკოლის დაწყებამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი და მზად ვართ, მაგრამ დისტანციურ სწავლებას ნამდვილად საკლასო გვირჩევნია. ვისაც ოჯახში რამდენიმე შვილი ჰყავს, დისტანციური სწავლების დროს პრობლემა იქმნება. ინტერნეტის დაფარვა ყველგან არ არის და ტელეფონებიც ითიშება. ამიტომ ეს პრობლემას ქმნის, მაგრამ მაინც ახერხებენ ხოლმე გაკვეთილზე დასწრებას. ზოგადად, ონლაინ სწავლებამ ჩვენი მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე საზიანოდ იმოქმედა.“

ზესტაფონის N6 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა სარალიძე:

„ჩვენ ეს პერიოდი უკვე გამოვლილი გვაქვს და თავისთავად, უკვე წინა სემესტრშიც მზად ვიყავით დისტანციურად სწავლებისთვის. ახლა კი მეტად მომზადებული ვხვდებით. პრობლემები თავიდან უფრო სერიოზული იყო, რადგან მხოლოდ სასკოლო საზოგადოება კი არა, მთელი საქართველო არ იყო მზად ამისთვის. ჩვენ ეტაპობრივად მასწავლებლებისა და მოსწავლეების გადამზადება შევძელით, რათა „თიმსით“ სარგებლობა შესძლებოდათ. ამ პერიოდში არ გვქონია ის პრობლემა, რომ მოსწავლეს უნდოდა განათლების მიღება და დისტანციური სწავლების გამო ვერ შეძლო. ვისაც რაღაც ეტაპზე უჭირდა საგაკვეთილო პროცესში ჩართვა, დამატებით ხდებოდა ამ ბავშვებთან ურთიერთობა. თავიდან მობილურზე ვურეკავდით, რადგან ბევრს არ ჰქონდა ტელეფონი, რომელშიც „თიმსის“ პროგრამას ჩაიწერდნენ. გვინდა, რომ სწავლა არ იყოს დისტანციურად, რადგან საკლასო გარემო მაინც უფრო მნიშვნელოვანია და რა გამოწვევებიც შეგვხვდება ეტაპობრივად გავუმკლავდებით.“

დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის დირექტორი გია ქასრაშვილი:

„ბავშვებს ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნიკა არ ჰქონდათ, ზოგს მობილური არ ჰქონდა, ზოგის კომპიუტერი იყო გაფუჭებული. სკოლაში დაახლოებით, 24 სოციალურად დაუცველი მოსწავლე გვყავს და მათთან ეს პრობლემა ისევ იქნება. პირველკლასელებს მივცემთ ახალ კომპიუტერებს, თუმცა მათთან ინტერნეტის პრობლემა ისევ რჩება და ზოგადად, ჩვენთვის ძირითად პრობლემად ისევ ინტერნეტის ხელმიუწვდომლობა რჩება.“

შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ პაპოშვილების საჯარო სკოლის დირექტორი ხასან ფუტკარაძე:

„ამ სასწავლო წელს ონლაინაც რომ ვისწავლოთ, პრობლემები არ შეგვეხება. მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ და დასწრებაც ყველა გაკვეთილზე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის 100% გვქონდა. პროცესს მე თვითონ ვაკონტროლებდი. არც ერთი გაკვეთილი არ ჩავარდნილა იმას თუ არ ჩავთვლით, რომ იშვიათად რომელიმე პედაგოგი ცუდად გამხდარა. ისე კი შეფერხებები ინტერნეტსა და მოწყობილობებზე გვქონდა, რაც ახლა გამოსწორდა, მთლიანად არა მაგრამ უმეტესი ნაწილი - კი.“

ცაგერის მუნიციპალიტეტის,​ სოფელ ორბელის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ბახსოლიანი:

„დისტანციური რეჟიმი, ერთი მხრივ, პანდემია როცაა საჭიროა. მაგრამ სოფელში ხელშეწყობა არაა, ზოგს ინტერნეტი არა აქვს, ზოგს ტელეფონი. ღარიბ ოჯახში 3-4 ბავშვია, რომლებსაც არა აქვთ საშუალება, ერთი ტელეფონი აქვთ და ამიტომ ძალიან უჭირთ. ამ მხრივ, ძალიან რთულია ონლაინ რეჟიმში სწავლა. დისტანციური სწავლება ნებისმიერი სოფლის ბავშვისა და მასწავლებლისთვის პრობლემაა. გვაქვს ინტრნეტის პრობლემა. როცა ცუდი ამინდია, ინტერნეტი ითიშება  და მთელი დღე ისე გადის, რომ არც ირთვება და ამ მხრივ, ნამდვილად რთულია.“

ქარელის მუნიციპალიტეტის,​ სოფელ რუსის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ბექვაბიძე:

„ჩვენ წინა პერიოდებშიც ვიყავით ონლაინ რეჟიმში. ზოგიერთ ბავშვს არ ჰქონდა ინტერნეტი, ახლა მგონი ყველაფერი გააუმჯობესეს. ჩვენ ბოლოს საკლასო აუდიტორიებშიც დავბრუნდით და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მხრივ, ყველაფერი ნორმალურად გვქონდა. თუკი სწავლა ახლაც დისტანციურად დაიწყება, ჩვენ მომზადებული შევხვდებით.“

ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის დირექტორი იოსებ შავაძე:

„სწავლა დისტანციურად რომ დაიწყოს, პატარა პრობლემები შეგვექმნება. გვყავს მოსწავლეები, რომელებიც სოციალურად დაუცველები არიან. სწორედ ამის გამო, მათ პროცესში ჩართვა უჭირთ. ჩვენც ისევ ეს შეგვიქმნის პრობლემას, თორემ დანარჩენი ყველაფერი მზად გვაქვს. ძალიან გვინდა, რომ სკოლაში დავბრუნდეთ. დისტანციური სწავლება მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასაც დაეტყო. თუ ვერ ესწრება, ვერ ისმენს და  რა თქმა უნდა, მოსწრებას ეტყობა. გვქონდა ერთ-ორი ფაქტი, როდესაც ბავშვმა ვერ დაძლია პროგრამა. ჩვეულებრივი, საკლასო სწავლების რეჟიმში კი ეს ბავშვი ყოჩაღი და კარგი იქნებოდა.“

ხაშურის მუნიციპალიტეტის​, სოფელ ტეზრის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა კობერიძე:

„ონლაინ სწავლების გამოცდილება გვაქვს და წესით, პრობლემა არ უნდა შეგვექმნას. ჩვენი სოფლის სკოლაა და ძირითადად ინტერნეტის პრობლემა გვაქვს, მაგრამ მშობლები მაქსიმალურად ცდილობენ შვილებს შესაბამისი პირობები შეუქმნან. თუმცა კი მიხმარება არც სახელმწიფოს და არც ჩვენი მხრიდან არ აწყენდათ. რა თქმა უნდა, აკადემიურ მოსწრებაზე ნაწილობრივ იმოქმედა, ცოცხალ კომუნიკაციას არაფერი ჯობს. თუ ვითარება გართულდა, პირველ რიგში ჯანმრთელობა და სიცოცხლეა, ამიტომ დისტანციურზე გადავალთ.“


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება