სიახლეები
სიახლეები

რა თანხა გჭირდებათ სასკოლო ნივთების შესაძენად - etaloni.ge-ს ექსპერიმენტი
28-08-2021
-
+


ახალი სასწავლო წლისთვის არამხოლოდ ბავშვები, არამედ მშობლებიც აქტიურად ემზადებიან. მათ შვილებს საჭირო სასკოლო ნივთები უნდა შეუძინონ. Etaloni.ge შეეცადა გაერკვია თუ დაახლოებით რა თანხა შეიძლება დაჯდეს სასკოლო ნივთების შეძენა. ამის გასაგებად ექსპერიმენტი ჩავატარეთ. არაქსელური საკანცელარიო მაღაზიის გვერდზე ჩვენთვის საჭირო ნივთები და მათი ფასები ვნახეთ.

თავდაპირველად გიზიარებთ იმ ნივთების არასრულ ჩამონათვალს, რაც სკოლაშია საჭირო: 

  1. რვეული;
  2. ჩანთა;
  3. კალამი;
  4. ფანქარი;
  5. საშლელი;
  6. სათლელი;
  7. პენალი;
  8. სახატავი;
  9. ფლომასტერი;
  10. წებო;
  11. მაკრატელი;
  12. წიგნის გამოსაკრავი;
  13. კორექტორი;
  14. ფარგალი;
  15. ბლოკნოტი;
  16. პლასტელინი;
  17. სახაზავი;
  18. უბრალო ფანქარი.

ეს იმ აუცილებელი ნივთების ჩამონათვალია, რაც სკოლაში წამსვლელ ნებისმიერ ბავშვს სჭირდება. ჩვენ დავთვალეთ თუ მინიმუმ რა თანხაა საჭირო იმისთვის, რომ ამ ნივთებიდან მოსწავლეებს თითო მაინც უყიდოთ. ექსპერიმენტისათვის აღებულია ნივთები, რომლებიც შედარებით დაბალფასიანია.

იმისათვის, რომ ამ ნივთებიდან უიაფესი და სულ მცირე თითო მაინც იყიდოთ, საჭიროა 109 ლარი და 36 თეთრი. ამ შემთხვევაში, რვეულების და კალმების რაოდენობაც თითოა. თუმცა ამ ნივთებიდან ზოგიერთი თითო სულაც არაა საკმარისი. მაგალითად, მოსწავლეს მხოლოდ ერთი რვეული და წიგნის გამოსაკრავი ვერ ეყოფა. ამიტომაც ამჯერად ისეთ ნივთებს, როგორიცაა რვეულები, სახატავები, კალმები, წიგნის გამოსაკრავები და სხვა, ოპტიმალური რაოდენობა დავამატეთ.

ამ შემთხვეევაში თანხის რაოდენობა 138 ლარი და 61 თეთრი გამოგვივიდა. აქვე შეგახსენებთ, რომ არჩეული ნივთების ფასი სხვებთან შედარებით დაბალია.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მასწავლებელმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა
 
მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მის როლზე
 
მოწაფეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება