სიახლეები
საინტერესო

საველე ჰოსპიტალში საშუალო სიმძიმის პაციენტებს მიიღებენ და სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან
16-08-2021
-
+


ქვეყანაში ეპიდვითარება რთულია და აქედან გამომდინარე, დიღომში, ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტლის ეწყობა.  ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საველე ჰოსპიტალი 500 პაციენტზეა გათვლილი და საწოლთა უმეტესობა ჟანგბადით იქნება აღჭურვილი. თუმცა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებენ, რათა საველე ჰოსპიტალი ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში იყოს გამოყენებული, საჭიროების შემთხვევაში კი, საველე ჰოსპიტლის შექმნის რესურსი თბილისის გარდა, სხვა რეგიონებშიც გამოინახება.

„საველე ჰოსპიტალი გაიშლება 500 საწოლამდე პაციენტისთვის, უმეტესი ნაწილი აღჭურვილი იქნება ჟანგბადით. ბოლო პერიოდში საქართველოში არ ხდება ექიმების მომზადება სამხედრო-საველე პირობებისთვის, მაგრამ ექიმთა მეტ წილს მიღებული აქვს განათლება მაშინ, როდესაც სამხედრო გადამზადება იყო სავალდებულო და მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება ამ მიმართულებით. რაც შეეხება იმ ექიმებს, რომლებსაც გააჩნიათ სამხედრო წოდება, გეგმას არ წარმოადგენს, რომ ისინი იყვნენ გამოყვანილები და განაგრძონ საველე ჰოსპიტლებში მუშაობა“.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა კი განაცხადა, რომ საველე ჰოსპიტალში საშუალო სიმძიმის პაციენტების მიღება იქნება შესაძლებელი.

„მობილიზებულია ყველა საჭირო აპარატურა და დანადგარი, მათ შორის ლაბორატორიული ადგილიც, ასევე ყველა საწოლს აქვს ჟანგბადის პორტი. აღნიშნული საველე ჰოსპიტალი მობილიზებულია იმ მომენტისთვის, როცა ამის საჭიროება და აუცილებლობა დადგება.

მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ საველე ჰოსპიტალი არის ღია სივრცე და ერთ ექიმს უფრო მეტი პაციენტის მომსახურება შეეძლება, ვიდრე ჰოსპიტალში.

„თუ საჭიროება იქნება, ყველა ექიმი, მათ შორის, სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში. საველე ჰოსპიტლის მომსახურება არ არის ჩვეულებრივი და 1 ექიმს შეუძლია უფრო მეტ საწოლს მოემსახუროს, ვიდრე ეს ჰოსპიტლებში ხდება“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება