სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

„დირექტორმა გადაწყვიტა, სკოლაში ჩემი ადგილი აღარ ყოფილა და გამათავისუფლა. ბოლომდე ვიბრძოლებ“  - პედაგოგი დირექტორის წინააღმდეგ
17-08-2021
-
+


სოციალურ ქსელში მასწავლებლის, ნინა ჟორჟოლიანის წერილი გავრცელდა, სადაც N32 საჯარო სკოლიდან გათავისუფლების შესახებ წერს. მისივე თქმით, დირექციას მასთან განმარტება არ გაუკეთებია, თუ რატომ გაუშვეს სკოლიდან. Etaloni.ge - სთან საუბრისას ნინამ აღნიშნა, რომ მას ერთწლიანი კონტრაქტი ჰქონდა დადებული. გათავისუფლების შესახებ სიტყვიერად აცნობებს და ოფიციალური დოკუმენტი დღემდე არ მიუღია.

ნინა ჟორჟოლიანის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„და ჩემი ჯერიც მოვიდა... გამარჯობა! მინდა გიამბოთ ამბავი, რომელიც, მე, ახალბედა,მოტივაციით სავსე, წინსვლაზე ორიენტირებულ მასწავლებელს გადამხდა...

მე ნინა ვარ! სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, 70 % - იანი გრანტით ჩავაბარე პრესტიჟული უნივერსიტეტის, პრესტიჟულ ფაკულტეტზე.ბევრი არ მიფიქრია, მივხვდი რომ, ბავშვობაში არჩეული პროფესია ნამდვილად შეუცვლელი იყო და ამისთვის ყველაფერი უნდა გამეკეთებინა! ბევრი ვიშრომე, მოვინდომე, ყველა საფეხური და გამოწვევა წარმატებით დავძლიე და უფროსი მასწავლებლის სტატუსით შევაბიჯე 32-ე საჯარო სკოლის „დიდ ოჯახში“. მოგეხსენებათ, ოჯახი არის ინდივიდთა ერთობლიობა, სადაც უყვართ,უხარიათ,ურჩევენ და ზრუნავენ. მეც ამ გრძნობებითა და პასუხისმგებლობით შევუერთდი „დიდ ოჯახს“. კაფელის ხეხვით დაწყებული, ფანჯრების წმენდით დამთავრებული არაფერი მითაკილია.პრაქტიკის არქონის  მიუხედავად ჩამაბარეს სადამრიგებლო კლასი. ენთუზიაზმით, მოტივაციით, ბავშვებისადმი დიდი სიყვარულით სავსემ, მაქსიმალურად გავიაზრე ჩემი მოვალეობა-ვალდებულებები და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი კლასის გასაოცარი მშობლების დახმარებით საკმაოდ წარმატებით გავართვით თავი ყველა პრობლემასა და გამოწვევას ( პრობლემები კი ცალკე საკითხია). უკმაყოფილება ნამდვილად არავის გამოუთქვამს, მეტიც, მადლობის მეტი ნამდვილად არაფერი მომისმენია..როგორც ჩანს ეს სულაც არ აინტერესებდა სკოლის დირექტორს და გამოდის, რომ საერთოდ არაფრად ჩამითვალა გაწეული შრომა..მიუხედავად 6 თვის თავზე მიღებული შეფასებისა, რომელიც დირექტორისგან მოვისმინე,რომ პოზიტივის მეტი მის ყურამდე არაფერი მისულა,რომ პოზიტივის გამოხატვა ადამიანებს ძალიან უჭირთ და გამოხატულის მიღმა კიდევ უფრო დიდ პოზიტივს ვარაუდობდა, დირექტორმა მაინც გადაწყვიტა რომ 32-ე სკოლაში ჩემი ადგილი აღარ ყოფილა და „გამათავისუფლა“... გაოცებულმა, განცვიფრებულმა და იმედგაცრუებულმა როდესაც ვიკითხე ეს რამ განაპირობა,პასუხად მივიღე ფრაზა,რომ კანონი დირექტორს თურმე სულაც არ ავალდებულებს რაიმეს ახსნას...კანონი,რომელიც ასევე არ ავალდებულებს ვაკანსიის გამოცხადებამდე პირადად გააფრთხილოს გათავისუფლებული თანამშრომელი. გულწრფელად ვთხოვე დირექტორს, პირადად აეხსნა ჩემ მიერ დაშვებული შეცდომები ,მიუხედავად იმისა რომ 1 წლის მანძილზე არც შენიშვნა და არც გაფრთხილება მიმიღია მისგან, მაგრამ აღმოჩნდა,რომ, თურმე ერთი წლის თავზე რასაც „მივაღწიეთ“ მხოლოდ კანონის ენით საუბარია..არადა ეს ის დორექტორია, რომელმაც ათეულობით ადამიანიდან ამომარჩია და ღიმილიანი სახით შემიძღვა „დიდ ოჯახში“. იყო დარღვევები და ამას ბევრი ხედავდა,მაგრამ ჩვენც ხომ ვიცით რომ არ არსებობს უშეცდომო ადამიანი..ბევრჯერ „ოჯახის უფროსიც “ უშვებს გააზრებულ და გაუაზრებელ შეცდომებსაც და ოჯახის წევრების დახმარებით ოჯახშივე რჩება...მეც ასე ბევრ შეცდომაზე დავხუჭე თვალი..ენთუზიაზმმა და ჩემი კლასის დიდმა სიყვარულმა ბევრჯერ სპორტის გაკვეთილებიც ჩამატარებინა, როგორც ზემოთ აღვნიშნე დამლაგებლობაც შემათავსებინა...მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს ჩემთვის თურმე არავის დაუვალდებულებია...

ასე უქრობენ ახალბედა მასწავლებლებს ანთებულ გულებს..არადა მასწავლებლობა ხომ მაინც მოითხოვს სოციალურ პასუხისმგებლობას?! არადა მასწავლებელმა არ უნდა აღზარდოს სამართლიანობისთვის მებრძოლი,ქვეყნის კეთილდღეობაზე და წინსვლაზე ორიენტირებული ადამიანი?! მეგონა ჩამოვიტოვეთ კომუნისტური რეჟიმი,მაგრამ როგორც ჩანს კომუნისტური აზროვნება ვერ ტოვებს ინდივიდებს და როგორი საფრთხილოა ასეთი ინდივიდები, განსაკუთრებით კი დირექტორი,რომელიც ბავშვების სასიკეთოდ უნდა მოქმედებდეს.

კმაყოფილი ბავშვები, კმაყოფილი მშობლები, კმაყოფილი კოლეგები, განა სხვა რა უნდა უნდოდეს დირექტორს? განა რა კრიტერიუმები ვერ დავაკმაყოფილე? ამაზე პასუხი რომ ვიცოდე ამას კანონით ნებართვა სჭირდება?!

ჩემო პატარა მეგობრებო,ჩემო გულშემატკივარო მშობლებო, უთბილესო კოლეგებო, გპირდებით, გპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ უსამართლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ,„რკინის ქალამნებს ჩავიცვამ“,ყველა დაკეტილ კარს გავაღებ და ჩემს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოვიყენებ იმისთვის რომ: ისევ ვნახო ჩემი მოსწავლეების გაბრწყინებული თვალები,მშობლების მადლიერი სახეები და უსაყვარლესი კოლეგები.

სიყვარულით ნინა მასწავლებელი“.

მოგვიანებით, ნინა ჟორჟოლიანმა განმარტება Etaloni.ge-სთანაც გააკეთა:

„ოფიციალურად სკოლის თანამშრომლებად ვითვლები. ერთ წლიანი ხელშეკრულება მქონდა დადებული,რომელიც 15 სექტემბერს მთავრდება. დირექტორი აღარ აპირებს ჩემთან თანამშორმლობის გაგარძლებას, თუმცა ამის შესახებ  ოფიციალური ინფორმაიცია არ მოუწოდებია. თავიდან ჭორის დონეზე გავიგე, თურმე მიშვებდა სამსახურიდან და ვაკანსიაც გამოცხადებული ჰქონდა... შემდეგ გავესაუბრე დირექტორს და საუბრისას დამიდასტურა, რომ კონტრაქტს აღარ გამიგრძელებდა, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებია. ვაპირებ სკოლას მივწერო, ოფიციალური პასუხი მომაწოდოს, რამდენი ხანი ველოდო. აგვისტოს ბოლოს იდება მასწავლებლების ვაკანსიები და 15 სექტემბრიდან კონკურსში ჩართვას ვეღარ შევძლებ.

სხვა მასწავლებლები ჩუმად მგულშემატკივრობენ, კომეტარსაც ვერ მიკეთებენ სოციალურ ქსელში. ორმა მათგანმა გულის ემცოია გამოხატა ჩემს სტატუსზე და ორივე მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლა. მათი გაშვება, არ ვიცი მანამდე თუ იგეგმებოდა, მაგრამ ფაქტია, ამ ამბის შემდეგ დაურეკა დირექტორმა და მოახსენა სკოლის დატოვების თაობაზე. ბევრი დეტალია რაზეც არ მისაუბრია შიდა სამზარეულოს გამო...“

Etaloni.ge ასევე ესაუბრა N32 საჯარო სკოლის დირექტორს, ნინო ხუციძე-კაშიას:

„ნინა ჟორჟოლიანი სკოლაში შარშან ავიყვანეთ ღია კონკურსის წესით, ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე. მასთან ერთად სკოლამ 9 თანამშრომელი აიყვანა.

იმ დეტალებზე საუბარი, რის გამოც დამსაქმებელმა იფიქრა, რომ ვეღარ გაარგძელებდა ნინასთან ხელშეკრულებას, ცოტა უხერხულია. რაც შეეხება დანარჩენ მასწავლებლებს, უმეტესობასთან ვაგრძელებთ თანამშრომლობას, გარდა ერთ-ორისა.

ის, რომ ნინამ დირექტორისგან არ მიიღო პასუხი, ტყუილია. პედსაბჭოზე ვთქვი, ვადიანი ხელშეკრულება ვისაც ჰქონდა, უნდა გადახედულიყო და ნებისმიერი კითხვისთვის მზად ვიყავი. ისინი წავდნენ შვებულებაში ისე, რომ ერთი შეკითხვაც არ დამისვეს. შემდეგ ნინა მოვიდა ჩემთან, ვისუბრეთ, ვუთხარი თუ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მის მიერ გაცემულმა პასუხებმა ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც მარტივი არ ყოფილა, გაამყარა.

გაოცებული ვარ. ძალიან რთულია ამდენი შეურაცხყოფა წაიკითხო საკუთარი პიროვნების შესახებ, თმენის ვალდებულება მაქვს აღებული. სკოლა შემოიფარგლა აკადემიური პასუხით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, თუმცა დეტალებს იქაც არ ჩავუღრმავდით.“

 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ

მოაზროვნეებს სკოლის მათემატიკოსები: ხათუნა ვაშაკიძე, ლელა თევზაძე  და ზოია ჯინჭარაძე მენტორობას უწევდნენ 

სკოლაში ამ სიხარულს შემდეგი სლოგანით შეუერთდნენ - „ზეიმობს საქართველო,ზეიმობს ჩვენი სკოლა“
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება