ფოთის N12 საჯარო სკოლის პედაგოგმა, სალომე ჯუღელმა საგნის გამოცდა 10 კრედიტზე ჩააბარა
31-08-2021
დაკოპირებულია
-
+
ფოთის N12 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგმა სალომე ჯუღელმა მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა 10 კრედიტზე ჩააბარა.
სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს მასწავლებელს ამ დიდ წარმატებას და კარიერულ წინსვლას უსურვებს.
„ფოთის N12 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგმა სალომე ჯუღელმა საგნობრივი გამოცდა უმაღლეს -10 კრედიტქულაზე ჩააბარა. სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს სალომეს ამ წარმატებას და უსურვებს პროფესიულ წინსვლას მომავალში“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის კომპეტენციის დადასურების გამოცდის შედეგების გაგება 27 აგვისტოდან იყო შესაძლებელი.