დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
01-09-2021
დაკოპირებულია
-
+
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებსა და მიმართულებებზე ჩაირიცხნენ.
აღსანიშნავია, რომ ორმა მათგანმა ნინო ჯიჯიშვილმა და თამარ ლუკიანსკმა 50%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა.
სკოლა ყველა კურსდამთავრებულს ულოცავს სტუდენტობას და მომავალშიც უამრავ წარმატებას უსურვებს.
„საქართველოს ყველა სკოლის კურსდამთავრებულს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და მოხვდნენ სხვადასხვა უნვერსიტეტებში, ვულოცავ სტუდენტობას.
ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს, მათ შორის 18-ს და განსაკუთრებით კი ნინო ჯიჯიშვილსა და თამარ ლუკიანს ვულოცავ სტუდენტობას, ნინოს და თამარს კი 50 %-იანი გრანტის მოპოვებას. გისურვებთ ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას!“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.