„ნაცმოძრაობის“ გადაწყვეტილების მიუხედავად, ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტური მაინც გაიმართება
23.10.2017
”ნაცმოძრაობის” გადაწყვეტილების მიუხედავად, ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტური მაინც გაიმართება ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ მერების არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედვად, ქუთაისსა და მარტვილში არჩევნების მორიგი რაუნდი მაინც გაიმართება.

შესაბამისად, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მეორე ადგილზე გასული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც იქნებიან წარმოდგენილი.

”საარჩევნო კოდექსის” მიხედვით, კანდიდატს უფლება აქვს, თავისი კანდიდატურა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 12 დღისა მოხსნას, რისთვისაც მან სათანადო განცხადებით შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს, მაგრამ წესი არჩევნების მეორე ტურზე არ ვრცელდება.

როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისისა და მარტვილის მერის არჩევნების მეორე ტურში გავიდა. მათმა კანდიდატებმა „ქართული ოცნების“ კანდიდატების შემდეგ მეორე ადგილი დაიკავეს, თუმცა პარტიამ დღეს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა.


კომენტარები


სხვა სიახლეები
18.11.2017
ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახური იუწყება
18.11.2017
ახლად დამტკიცებული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები და გამგებლები თბილისის მერთან ერთად მუშაობას ორშაბათიდან დაიწყებენ
შაბ, 18 ნოემბერი 2017
14:18