გულგულის საჯარო სკოლის ყველაზე ახალგაზრდა პედაგოგმა, მარიამ ბოჭორიშვილმა უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
01-09-2021
დაკოპირებულია
-
+
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად იღწვიან პროფესიული ზრდისა და განვითარებისაკენ.
სკოლის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელმა, მარიამ ბოჭორიშვილმა მასწავლებელთა გამოცდა წარმატებით ჩააბარა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი დაიმსახურა.
„გულგულის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ჩვენი სკოლის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელს მარიამ ბოჭორიშვილს უფროსი მასწავლებლის სტატუსს ულოცავენ და წინსვლას და წარმატებას უსურვებენ. მარიამმა წარმატებით ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი დაიმსახურა“, - აღნიშნულია გულგულის საჯარო სკოლის დირექციის განცხადებაში.