სიახლეები
საინტერესო

მასწავლებლის მომზადების უფასო პროგრამა, რომელიც  მაგისტრის დიპლომს მოგანიჭებთ - ჩარიცხვის დეტალები
01-09-2021
-
+


სკოლაში დასაქმების მსურველებისთვის რამდენიმე საშუალება არსებობს, რომელზეც etaloni.ge დეტალურად წერდა, თუმცა არის კიდევ ერთი შანსი. თუ მასწავლებლობა თქვენი მოწოდებაა და გსურთ, პედაგოგიკა შეისწავლოთ, ამავდროულად, თუ გინდათ, რომ ამ მიმართულებით მაგისტრის დიპლომი  მოიპოვოთ და სკოლაში დასაქმდეთ, თქვენთვის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო (300 კრედიტიანი) საგანმანათლებლო პროგრამა არსებობს.

პროგრამის გავლა უნივერსიტეტში, ეროვნული გამოცდების ჩაბარებით შეგიძლიათ, სწავლა კი სრულად დაგიფინანსდებათ.

პროგრამა მიზნად ისახავს, მოამზადოს როგორც დაწყებითი საფეხურის, ასევე საშუალო და საბაზო საფეხურის მასწავლებელი სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით, რომელსაც ექნება წარმატებული პროფესიული საქმინობისათვის შესაბამისი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული უნარ-ჩვევები და ღირებულებები და შეძლებს უპასუხოს მასწავლებლისთვის წაყენებულ თანამედროვე მოთხოვნებს.

პროგრამა უზრუნველყოფს, რომ სტუდენტმა:

  • მიიღოს ცოდნა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ძირითადი კანონზომიერებების შესახებ, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისა და დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • მიიღოს ცოდნა ეროვნულო სასწავლო გეგმაში გაწერილ საგნობრივ დისციპლინებში, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • შეძლოს პედაგოგიკურ/ფსიქოლოგიური ცოდნის საგნობრივ ცოდნასთან ეფექტიანი ინტეგრირების საშუალებით წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელება.
  • იცოდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიკაციისა და უნივერსალური დიზაინის შექმნის ძირითადი პრინციპების ცოდნა, ჰქონდეს სსსმ მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის უნარი, სასწავლო პროცესში მათი ჩართვისა და კლასში ინტეგრაციის უნარი;
  • იცოდეს კლასგარეშე საქმიანობის როლისა და მნიშვნელობის შესახებ ცოდნა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების, სწავლისა და მრავალმხრივი განვითარებისათვის.

სწავლის მეთოდები სხვადასხვაგვარია: ლექცია/სემინარები, დისკუსიასა და დებატებში ჩართულობა, ინდივიდუალურ, წყვილებში და ჯგუფურ მუშაობა და ა.შ.

პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობებია:

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება;
  • საგანმანათლებლო  პროგრამაზე  სწავლის  უფლება   აქვს   საქართველოში  გაცემული   ან   მასთან  გათანაბრებული  სრული   ზოგადი   განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე  პირს,  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს მიერ  დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სტუდენტის სტატუსის მოპოვების უფლება შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესების საფუძველზე.

პროგრამის გავლის შემდეგ დასაქმების შესაძლებლობები:

  • საჯარო და კერძო სკოლებში დასაქმება უფროსი მასწავლებლის სტატუსით;
  • კურსდამთავრებულებს ასევე შეუძლიათ დასაქმდნენ განათლების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში, ასევე სასწავლო ცენტრებში.

გარდა ამისა, პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა განაგრძოს სადოქტორო საფეხურზე.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა სრულად ფინანსდება და მისი გავლა შეგიძლიათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, წმინდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სახალისო იყო და რაც მთავარია, მშობლიური ენის სიყვარულსა და პატივისცემას აღვივებდა
აქტივობები ძალიან საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული იყო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება