სიახლეები
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

10 000 ლარით დაჯარიმდება ყველა სკოლა და ბაღი, რომელიც თვითნებურად გაიხსნება
02-09-2021
-
+


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში, უნივერსიტეტებსა და პროფესიულებში სწავლა დისტანციურად განახლდება, ხოლო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბრამდე შეწყდა. ეს შეზღუდვა ეხება, როგორც კერძო ბაგა-ბაღებს, ასევე სკოლებს. პანდემიიდან და შეზღუდვებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია კერძო სექტორი - მცირეკონტინგენტიანი კერძო ბაღები და სკოლები ფინანსური წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. რთული იყო გასული წელიც - კერძო ბაღები თითქმის  არ ფუნქციონირებდა, ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე დარჩნენ და არც მთავრობის ახლანდელი გადაწყვეტილება აყენებს მათ მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობაში.  

რეგულაციების დაცვა და არგახსნა, კერძო ბაღებისთვის კვლავ შემოსავლის გარეშე დარჩენას ნიშნავს, გახსნა კი კანონის დარღვევას და 10 000-ლარიან ჯარიმას.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურში სანქციებთან დაკავშირებით გვითხრეს: „სექტორული რეკომენდაციები განსაზღვრულია ყველა - 41-ვე სექტორზე და მოიცავს, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასევე სხვა ობიექტებს. რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში კი ერთი და იგივე საფრთხე ემუქრებათ, რაც გულისხმობს, ფიზიკური პირისთვის სანქციას -2 000 ლარს, იურიდიული პირისთვის  - 10 000-ს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კრიტიკული შეუსაბამობა იქნება დადგენილი - დალუქვას.

ბაღებისა და სკოლების შემთხვევაში, საკოორდინაციო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, როდის განაახლებენ ოპერირებას. თუ საკლასო ოთახში აღდგება სწავლა, მაშინაც არ უნდა იყოს გამოვლენილი შეუსაბამობა არსებულ რეგულაციებთან დაკავშირებით, მაგალითად: დისტანციის დაცვა, დეზობარიერი და ასე შემდეგ... ნებისმიერი რეკომენდაციის დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს დაეკისრება კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული ჯარიმა“.

არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, Etaloni.ge კერძო ბაღების ასოციაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი ქალიაშვილს ესაუბრა.

„რეგულაციებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, კერძო ბაღებმა უკვე შეწყვიტეს სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბრამდე. რაც შეეხება რეგულაციების დარღვევას და სანქციებს, წინა წლის მსგავსად წელსაც განსაზღვრულია. რეგულაციის დარღვევის გამო გასულ წელს დაჯარიმდა კიდეც რამდენიმე ბაღი. ისე შემოიღეს ეს კანონი საერთოდ არ გაუთვალისწინებიათ, რა დღეშია ეს სექტორი და რამხელა პროცენტების გადახდა უწევთ ყოველთვიურად. კერძო ბაღებს არ მიუღიათ არანაირი დახმარება, თითქოს სუბსიდირება გააკეთეს 3 თვეზე და ეს იყო სულ“, - გვითხრა ქალიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კერძო ბაღების უმეტესობას ზაფხულში გამოცხადებული ჰქონდა რეგისტრაცია და აღსაზრდელთა გარკვეული რაოდენობაც მიიღო. შესაბამისად, რეგისტრაციის დროს მშობლებმა თანხის ნაწილი წინასწარ გადახადეს, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ბაღები არ იხსნება. დაუბრუნდებათ თუ არა მშობლებს გადახდილი თანხა და როგორ რეგულირდება ეს საკითხი, ამაზე კერძო ბაღების ასოციაციის დამფუძნებელმა გვიპასუხა:

„ყველა კერძო ბაღს თავისი შინაგანაწესი აქვს და იმ შემთხვევაში, თუ მშობლებს თანხის ნაწილი უკვე გადახდილი აქვთ, ბაღის კეთილი ნებაა, დააბრუნებს თუ არა. ახლა ისეთი პერიოდია, არ მგონია 4 ოქტომბერსაც გახსნან ბაღები, ისე ზედაპირულად შეეხნენ ამ საკითხს და ამიტომ, ვფიქრობ, წინასწარ გადახდილი თანხა ყველა მშობელს დაუბრუნდება“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
ღონისძიების ბოლოს, საქართველოს ჰიმნი შესრულდა, რაც ყველასთვის ემოციური იყო
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო
შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა თემატური პოსტერიც მოამზადეს
აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება