ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მეორეკლასელები სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ვიდეორგოლით ულოცავენ
16-09-2021
დაკოპირებულია
-
+
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ელისო ჩუბინიძესთან ერთად, სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავენ.
ნიჭიერმა მოსწავლეებმა სწავლის დაწყების აღსანიშნავად ვიდეორგოლი მოამზადეს და მხატვრული ლექსები ლამაზად წაიკითხეს.
ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები ყველას საინტერესო და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებენ.