სიახლეები
ეტალონი

„ეტალონმა“ ონლაინ სწავლების პერიოდში მოსწავლეები მეტად გაააქტიურა“- ზუგდიდსა და ფოთში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა
04-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. 30 სექტემბერს კონკურსის პირველი ეტაპი ზუგდიდელი და ფოთელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა.

პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები. ამასთან, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ზუგდიდელი და ფოთელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

ზუგდიდისა და ფოთის სკოლების დირექტორებმა Etaloni.ge-სთან პროექტის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

ლალი კვარაცხელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლის დირექტორი:

„რა თქმა უნდა, მსგავსი კონკურსები ბავშვების განვითარებისათვის მისასალმებელი და მნიშვნელოვანია. ჩვენი მოსწავლე, რომელიც ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობდა, მეორე ეტაპზე გადავიდა. ტესტირების პროცესში სისტემა გამართულად მუშაობდა და რაიმე სახის შეფერხებას ადგილი არ ჰქონია. ჩემი სკოლიდან მოსწავლეები „ეტალონში“  მონაწილეობას ყოველწლიურად იღებდნენ. შარშან ერთი მოსწავლე ათეულშიც მოხვდა. „ეტალონი“ ნამდვილად ბევრის მომცემია, ბავშვები უფრო მოტივირებულები ხდებიან.“

ირმა ბუკია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით გაიარეს „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი. სკოლიდან მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მინდა, რომ „ეტალონს“ უღრმესი მადლობა გადავუხადო ამ კონკურსის ასე ორგანიზებულად ჩატარებისთვის. ამასთანავე, ძალიან ბევრი რისკფაქტორის გათვალისწინებისთვის, რადგან სკოლაში ყოველთვის არ არის იმის საშუალება და ფუფუნება, რომ ინტერნეტი ნორმალურად მოგვეწოდებოდეს. მოსწავლეებს ამ დღეს 10-დან 16 საათამდე ნებისმიერ დროს შეეძლოთ ტესტირების გავლა, რაც მათთვის ნამდვილად ხელშემწყობი ფაქტორი იყო, ისევ ინტერნეტის პრობლემის გათვალისწინებით. ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ ონლაინ სწავლების პერიოდში მოსწავლეები მეტად გააქტიურა, ხელი შეუწყო მათი მოტივაციის ამაღლებას და მოსწავლეებმა უკვე არსებული ცოდნის რეალიზება შეძლეს. მოსწავლეებიც კმაყოფილები არიან. მინდა, მეორე ეტაპზე გადასულ მოსწავლეს წარმატებები ვუსურვო. ვფიქრობ, თუ პროექტი ამ ფორმითა და ამ სახით გაგრძელდება, მოსწავლეები უფრო მობილიზებული და მომზადებული იქნებიან, შესაბამისად,  შედეგებიც უფრო მაღალი იქნება.“

მაყვალა სოსელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი:

„პროექტი ბავშვების ინტელექტუალური განვითარებისთვის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია. დაინტერესებაც მაღალია. ის ბავშვები, რომლებიც ინტელექტ-ჩემპიონატში იღებენ მონაწილეობას, ძალიან კმაყოფილები არიან. ტესტირების პროცესმაც  ძალიან მოწესრიგებულად ჩაიარა. მოსწავლეებს ჰქონდათ ინტერნეტთან წვდომა და ეს ფაქტორი ჩვენი სკოლის ბავშვებს არ აფერხებთ. რაც შეეხება გასულ წლებს, მაშინაც საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდნენ.“


ნუკრი ბერიშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონთან“ დიდი ხანია ვთანამშრომლობ და ჩემი აზრით, ძალიან კარგი პროექტია, რადგან მოსწავლე რასაც სასწავლო პროცესში ღებულობს, იმაზე მეტის მომცემია „ეტალონი“. ეს მას აძლევს იმის საშუალებას, რომ თვითონ მოძებნის ინფორმაცია. მშობელიც ნახავს შვილის დადებით და უარყოფით მხარეებს. პროექტი მათ მოტივაციას მატებს. ვის არ უხარია, სწორი პასუხის გაცემა. ამიტომ უფრო მონდომებულები და მოტივირებულები არიან. ჩვენი სკოლიდან მოსწავლეები ყოველთვის მონაწილეობდნენ „ეტალონში“. ყველას ძალიან სიამოვნებს ასეთ საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობა. წარმატებას ვუსურვებ „ეტალონს“. აუცილებელი და სასარგებლოა მოსწავლეთა განათლების კუთხით.“

მანანა ხობელია, ფოთის N12 საჯარო სკოლის დირექტორი:

„წელს ინტელექტ-ჩემპიონატში ჩვენი სკოლიდან 5 მეორე ეტაპზე გადავიდა. პირველ ეტაპზე მოსწავლეთა მიერ მიღებული შედეგები საკმაოდ კარგი და მაღალია. პროცესიც ორგანიზებულად მიმდინარეობდა. ჩვენი სკოლიდან მოსწავლეები ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობენ. აღნიშნული პროექტი ძალიან საინტერესოა და ზოგადად, „ეტალონი“ ჩვენი სკოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა. სკოლაში გვყავს კოორდინატორი, რომლიც ამ პროექტზე მუშაობს, ტარდება ხოლმე ერთგვარი ვიქტორინა, რომელშიც კითხვები სხვადასხვა სფეროდანაა. ამით მოსწავლეები „ეტალონისთვის“ ემზადებიან, რათა ტესტები მარტივად დაძლიონ. ასე რომ, მხოლოდ იმ დღეს არ ვართ ამ პროექტში ჩართული და მანამდეც ვემზადებით.“


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება