ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად დახვდნენ
07-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად დახვდნენ.
სკოლის ადმინისტრაციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სათანადოდ დაცული იყოს.
სკოლის დირექცია პირველკლასელებს განსაკუტრებულად ულოცავს სწავლის დაწყებას.
„ჩვენო პირველკლასელებო, გილოცავთ სასკოლო ცხოვრების დაწყების დღეს! განსხვავებულ გარემოსთან, ახალ მასწავლებლებთან და სხვა უამრავ სიახლესთან შეხვედრის დღე - ყოფილიყოს თქვენთვის ბედნიერების, წარმატების, საუკეთესო მამულიშვილებად ჩამოყალიბების საწინდარი“, - წერია სკოლის განცხადებაში.