აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბრწყინვალე წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
07-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ანა გამილაღდიშვილმა და თემო გელდიაშვილმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
1 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ახმეტის დისტანციური კონკურსის ფარგლებში, „ახმეტის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ანი გამილაღდიშვილმა მოიპოვა.
თემო გელდიაშვილი კი ახმეტის დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატის II ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ახმეტის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ახმეტელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.