„თქვენი დამსახურება ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესია“ - სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ დირექტორის ემოციური მიმართვა პედაგოგებს
08-10-2021
დაკოპირებულია
-
+
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ დირექტორმა, ნაზი ნადირაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა.
დირექტორმა, ნაზი ნადირაძემ პედაგოგებისადმი მისალოცი წერილი გაავრცელა:
„ძვირფასო მასწავლებელო! გილოცავთ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს! დღევანდელ დღეს, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა პატივისცემასა და მადლიერებას თქვენ მიმართ! თქვენი დამსახურება ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესია.. მადლობას გიხდით გაწეული შრომისათვის და გისურვებთ წარმატებული მომავალი თაობების აღზრდას“, - წერს ნაზი ნადირაძე.