ნაგარევის საჯარო სკოლაში მონატრებულ მოსწავლეებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს
12-10-2021
დაკოპირებულია
-
+
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევის საჯარო სკოლაში მონატრებულ მოსწავლეებს დიდი სიხარულით შეხვდნენ.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.
სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.
დასწრებითი სწავლების დაწყების პირველი დღის ამსახველ ფოტოებს სკოლა ავრცელებს და პირველკლასელებსაც გვაცნობს.
„ასე დავიწყეთ 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სასწავლო დღე საკლასო ოთახებში. გაიცანით ჩვენი პირველკლასელები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.