გომარდულის საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ „ეტალონის“ ოქროს სიგელი დაიმსახურა
15-10-2021
დაკოპირებულია
-
+
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
სკოლის სამმა მოსწავლემ: ანრი ჭაღალიძემ (IX კლასი), მარინა ქათამაძემ (IX კლასი) და ანრი ჯაყელმა (IX კლასი) კონკურსის მეორე ეტაპზე ოქროს სიგელები დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ მეორე ეტაპი შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისთვის დისტანციურ ფორმატში ჩატარდა.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა შუახეველი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.