ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში საპატიო სტუმრებს უმასპინძლეს
20-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ქუთაისის N35 საჯარო სკოლას საპატიო სტუმრები ეწვივნენ, რაც სკოლისთვის ძალიან სასიხარულო ფაქტია.
სტუმრებს სკოლის დირექციამ სასიამოვნოდ უმასპინძლა შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა:
„ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ქალბატონი ტანია ჰუტი, საზღვარგარეთ სასკოლო განათლების ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელი ქალბატონი ანგელა შმიდტი და გოეთეს ინსტიტუტის ექსპერტი კრისტინა ნეფცგერი. მათი სტუმრობა და დაინტერესება ჩვენთვის დიდი პატივია“, - აღნიშნულია დირექციის განცხადებაში