ე.წ. მატროსოვის ციხესთან გიორგი ონიანის მხარდასაჭერ აქციაზე შეხლა-შემოხლა მოხდა
14.11.2017
ე.წ. მატროსოვის ციხესთან „თავისუფალი ზონის“ წევრებმა დაკავებული გიორგი ონიანის მხარდასაჭერად აქცია გამართეს. როგორც აქციის ერთ–ერთი მონაწილე მარიამ ბაშარული აცხადებს, გოგა ონიანი უკანონო პატიმარია.

„ვთვლით, რომ გოგა ონიანი უკანონო პატიმარია. სწორედ იმიტომ დააკავეს, რომ ერთ–ერთი წარმატებული ადვოკატი იყო და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თუ აქტივისტების ინტერესებს იცავდა. ამიტომ გახდა ბიძინა ივანიშვილის სამიზნე. ჯერჯერობით ოფიციალური უწყებებისგან არავინ გამოგვხმაურებია. ცოტა ხნის წინ აქ მცირე შეხლა–შემოხლასაც ჰქონდა ადგილი. პოლიციამ გვაიძულა ციხის მოპირდაპირე მხარეს გადავსულიყავით. როგორც გვითხრეს, ეს ადმინისტრაციის მოთხოვნა იყო. სულ აქ ვატარებთ აქციებს და აქამდე მსგავსი პრობლემა არ ყოფილა“, – აცხადებს მარიამ ბაშარული.


კომენტარები


სხვა სიახლეები
18.11.2017
ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახური იუწყება
18.11.2017
ახლად დამტკიცებული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები და გამგებლები თბილისის მერთან ერთად მუშაობას ორშაბათიდან დაიწყებენ
შაბ, 18 ნოემბერი 2017
14:25