ატოცის საჯარო სკოლის მოსწავლის წარმატება izrune.ge-ს საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადაში
20-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით ასრულებენ.
ამჯერად, მერვეკლასელმა, ეკა კარაპეტოვმა izrune.ge-ს საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადა წარმატებით გაიარა და სერტიფიკატი დაიმსახურა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.