ავლევის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ჩინჩალაძემ izrune.ge-ს საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადაში სერტიფიკატი დაიმსახურა
20-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით ასრულებენ.
ამჯერად, მეექვსეკლასელმა, მარიამ ჩინჩალაძემ izrune.ge-ს საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადა წარმატებით გაიარა და სერტიფიკატი დაიმსახურა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.