მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - გიორგი გუნთაიშვილს, მარიამ გოცირიძეს, ავთანდილ ტალახაძეს, ანი კიკნაძესა და ნინო კიკნაძეს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხარაგაულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
იხილეთ ფოტოები: