ღორეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ
20-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
კონკურსში შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:
მერი ბუხნიკაშვილი - XI კლასი;
ლალი გაჩეჩილაძე - XI კლასი;
ავთანდილი სირაძე - X კლასი;
მურმან ბიწაძე - X კლასი;
მარიამ ორჯონიკიძე - X კლასი;
რიტა გელაშვილი - IX კლასი.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხარაგაულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.