სიახლეები
სიახლეები, უნივერსიტეტები

„ეს კოსმეტიკური ცვლილებაა და უკან ვბრუნდებით“ - მაია მიმინოშვილი 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე
20-10-2021
-
+


ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა - 2022 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი. მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატება საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. თუმცა აბიტურიენტები კვლავ სამი საგნის მიხედვით ჩაირიცხებიან. 

ცვლილებები  შევიდა ქართული ენისა და ლიტერატურის და გეოგრაფიის გამოცდის ტესტებშიც - 
ამ სიახლეების შესახებ დღეს გახდა ცნობილი და ბუნებრივია, იმთავითვე გაჩნდა უამრავი კითხვა, მოსაზრება და ჯერჯერობით ცოტა ბუნდოვანია, რას მოუტანს ეს ყველაფერი აბიტურიენტებს, ან რა გამოწვევების წინაშე დადგება მთლიანად სისტემა. ამ კითხვებით Etaloni.ge-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პირველ ხელმძღვანელს, მაია მიმინოშვილს მიმართა:

„ამ ინიციატივას სიახლეს ვერ ვუწოდებთ. დავუბრუნდით რამდენიმე წლის წინანდელ მდგომარეობას. იმთავითვე არასწორი გადაწყვეტილება იყო ამ არჩევანის აბიტურიენტებისთვის წართმევა, ახლა კი ეს მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებაა. ეს არის არჩევანი ვისთვის? აბიტურიენტებზეა აქცენტი გაკეთებული, მაგრამ სამწუხაროდ, გვავიწყდება, რომ დამკვეთი არის უმაღლესი სასწავლებელი და უნდა გავითვალისიწინოთ, როგორი სტუდენტების მიღება სურთ მათ. მეორე ფაქტორი - თუ უკან დავბრუნდით და იგივე ფორმას ვთავაზობთ, მაშინ გაუგებარია ზოგადი უნარების გამოცდის ამოღება, უმაღლესისთვის ხომ მნიშვნელოვანია, მიიღოს ისეთი სტუდენტი, რომელსაც ჩამოყალიბებული აქვს აკადემიური უნარები?! ეს არასწორი ნაბიჯია და კარგი იქნებოდა, მეტად დაფიქრებულიყვნენ. არ დაგვავიწყდეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ემსახურება უმაღლეს სასწავლებლებს. გარდა ამისა, რაც უფრო კომპლექსური და რთულია საგამოცდო სისტემა, მით რთულია შეინარჩუნო გამჭირვალობა, ამ ცვლილებისას მნიშვნელოვანია რამდენად სამართლიანად მოხდება გრანტის გადანაწილება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მე ვხედავ ძირეული რეფორმის და არა კოსმეტიკურის საჭიროებას“,- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.


იხილეთ: 2022 წლის ეროვნული გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნების არჩევანი გაიზარდა

გაეცანით შეცვლილი ტესტების ნიმუშებს -  ცვლილებები ქართული ენასა და ლიტერატურაში და გეოგრაფიაში შევიდა

შეიცვლება თუ არა გრანტის გადანაწილების წესი - ნუნუ მიცკევიჩი განმარტებას აკეთებს

აბიტურიენტები ქართულში ერთ თემას დაწერენ, გეოგრაფიაში კი რუკა აღარ ექნებათ - გორგოძე 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე

მათემატიკისა და ისტორიის გარდა აბიტურიენტებს სხვა საგნის არჩევის უფლებაც ექნებათ - რა სიახლეები შევიდა ეროვნულ გამოცდებზე


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება