სიახლეები
სიახლეები, უნივერსიტეტები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელი მოძველებულია“ - ექსპერტები ცვლილებებს აფასებენ
22-10-2021
-
+


უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველებს 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ მესამე სავალდებულო საგნებს შორის, გარდა მათემატიკის ან ისტორიისა, მეტი არჩევანის შესაძლებლობება მიეცემათ - ცვლელებები უკვე დაანონსებულია და შესაბამისი ბრძანებაც არსებობს, თუმცა რას მოუტანს ეს ყველაფერი აბიტურიენტებს, გაუმარტივდებათ თუ პირიქით, გაურთულდებათ გამოცდებისთვის მოსამზადებელი პერიოდი?  ამ კითხვით Etaloni.ge-მ განათლების ექსპერტებს მიმართა.

განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტებში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მიღების ფორმამ არსებული რეალობიდან გამომდინარე, აზრი დაკარგა და ამიტომ ცვლილებებსაც აზრი არ აქვს. მისი თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცდები რეალურად ვეღარ ამოწმებს აბიტურიენტთა მზაობას და მხოლოდ შეჯიბრობითობის პრინციპის მატარებელია.

„მგონია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელი, როგორც  საქართველოში მოქმედი, შერჩევის ერთადერთი ინსტრუმენტი, არის  მოძველებული. ეს გულისხმობს, რომ არ შეიძლება, მხოლოდ გამოცდებით წყდებოდეს უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება - გამოცდები არ არის საუკეთესო გზა იმის შესამოწმებლად, რამდენად აკმაყოფილებენ აბიტურიენტები კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების მოთხოვნებს. პირველი პრობლემაა, რომ  მხოლოდ გამოცდებით ხდება უნივერსიტეტებში მიღება, მეორე ის, რომ საგამოცდო საგნების სიმრავლე ავითარებს რეპეტიტორობას, რაც თავის მხრივ ხელს უშლის სკოლების განვითარებას.

გადაწყვეტილება, რომელაზეც ვსაუბრობთ, არაფერს ცვლის, რადგან სისტემა მოშლილია და პატარ-პატარა ცვილებები არაფერს ნიშნავს და მსგავსი გადაწყვეტილებები შეიძლება ემსახურებოდს უნივერსიტეტების პროტესტის შემცირებას; ასევე ზოგიერთი დარგის სპეციალისტი აპროტესტებს, მისი საგანი რომ არ შევიდა გამოცდებზე და ა.შ... ზოგადად, სისტემა არის ძალიან ხისტი, არ ემსახურება უნივერსიტეტების მოთხოვნებს და ხელს უშლის სკოლების განვითარებას“.

ჯანაშიამ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ტესტებში შეტანილ ცვლილებებსაც არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ვერ ამოწმებს აბიტურიენტების მზაობას:

„ეს ტესტები აჯიბრებს აბიტურიენტებს ერთმანეთს, როგორი თაობაც აბარებს გამოცდებს, ტესტებიც იმ სირთულისაა. თუ აქამდე წერდნენ ესეებს აბიტურიენტები, არ ნიშნავს, რომ ესეების წერა იცოდნენ. პროფესორებს თუ ჰკითხავთ, იტყვიან, რომ სტუდენეტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აკადემიურად წერა საერთოდ არ იცის“.

განათლების ექსპერტის, რეზო აფხაზავას შეფასებით, თავიდანვე ფართო უნდა ყოფილიყო იმ საგნების ჩამონათვალი, რომლის ჩაბარებაც აბიტურიენტებს შეეძლებოდათ. მისი თქმით ცვლილება დადებითი შედეგის მომტანი იქნება უნივერსიტეტებისთვის, რადგან საშუალება მიეცემათ, მეტად ჩაერთონ საკუთარ საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებად საჭირო კრიტერიუმების განსაზღვრაში.

„თავის დროზეც ვემხრობოდი, რომ მაქსიმალურად დიდი არჩევანი ყოფილიყო საგნების ჩამონათვალის. ოღონდ აქ მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტებმა,  რომლებიც დაადგენენ, რა ბარდება მათ პროგრამეებზე მისაღებად, საგნები რელევანტურად შეარჩიონ. ზოგადად მომხრე ვარ, მეტი არჩევანი, უფრო მეტი ალტერნატივა ჰქონდეთ უმაღლეს სასწავლებლებს, რათა უკეთ შეაფასონ აბიტურიენტები“. 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ცვლილება აბიტურიენტების მომზადებაზე გადამწყვეტ მნიშვნელობას არ მოახდენს.

იხილეთ ასევე:

„ეს კოსმეტიკური ცვლილებაა და უკან ვბრუნდებით“ - მაია მიმინოშვილი 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება