„ეტალონმა“ ოჩეს საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნათელა თოდუა და ნიკოლოზ ნანავა დააჯილდოვა
21-10-2021
დაკოპირებულია
-
+
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩეს საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნათელა თოდუა და ნიკოლოზ ნანავა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მარტვილელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.