მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლის მოსწავლეები - რეზო გიორგაძე, რატი გიორგაძე, შოთა გიორგაძე, ნიკა მამუჭაძე და ზურა შანიძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
21 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ტყიბულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტო: