სიახლეები
ეტალონი

„გამარჯვებამ პიროვნულადაც გამზარდა“- მარტვილის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
25-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მხოლოდ კონკურსი არ არის, ესაა პროექტი, რომელიც მოსწავლეებს ყოველთვის მხარში უდგას, რათა წაახალისოს და სწავლაში მათთვის მოტივატორი იყოს. 2021 წლის მეორე ეტაპის დისტანციური კონკურსების ფარგლებში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არაერთი „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. პროექტი კვლავაც მიმდინარეობს და წლის ბოლოს შემაჯამებელი ეტაპითაც დაგვირგვინდება.

ამჯერად საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარდა. ინტელექტუალური კონკურსი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. 

გამარჯვებულ მოსწავლეს, მის სკოლას, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერსა და მერიის წარმომადგენლებს etaloni.ge დაუკავშირდა.

ანა კვაშილავა, „მარტვილის ეტალონი მოსწავლე“, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე:

საქართველოს ეროვნულმა ინტელექტ-ჩემპიონატმა „ეტალონმა“ პირადად მე ძალიან დიდი გამოცდილება მომცა და გამარჯვებამ, ასე ვთქვათ, პიროვნულადაც გამზარდა. კონკურსით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემპიონატში მოცემული შეკითხვები ვფიქრობ, მე და ჩემს თანატოლებს მომავალშიც გამოგვადგება; მოსწავლეებს თუ სურთ, რომ სკოლაში ნასწავლი გამოამჟღავნონ ამისთვის ინტელექტ-ჩემპიონატი საუკეთესო შესაძლებლობაა. რაც შეეხება გამარჯვებას, არ ველოდი ნამდვილად. ჩემი წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი მიმაჩნია, რომ სკოლაში კარგი სწავლაა. მუდმივად ვმეცადინეობ და ამასთანავე, კლასგარეშე ლიტერატურასაც ხშირად ვეცნობი.

მაკა გულორდავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია და მარტვილელები ჩემპიონატში ყოველთვის სიხარულით ვერთვებით. გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ „ეტალონით“ ვამაყობ. ვფიქრობ, ეს კონკურსი ძალიან დიდხანს უნდა გაგრძელდეს და მინდა „ეტალონს“ მადლობა გადავუხადო, რომ ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას ღირსეული პასუხი გასცა. მსურს, ასევე გამარჯვებულ მოსწავლეს, ანა კვაშილავას მივულოცო ეს წარმატება და შემდგომი წინსვლა ვუსურვო.

ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი:

მინდა აღვნიშნო, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია „ეტალონის“ გულმხურვალე მხარდამჭერია. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მომავალ თაობას განვითარებასა და ცოდნის გამოვლენაში უწყობს ხელს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ ყოველთვის დაუჭერს მხარს და მის თითოეულ წამოწყებას გვერდით დაუდგება.

მურმან წოწერია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი:

მოხარული ვარ, რომ პანდემიის მიუხედავად „ეტალონმა“ ეს დიდებული პროექტი მარტვილის მუნიციპალიტეტში კვლავ განახორციელა. საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონთან“ ჩვენი მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის სიხარულით თანამშრომლობს. საოცრად ძლიერი გუნდია, რომელიც ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. „ეტალონში“ მონაწილეობა უკვე გამარჯვებაა. ეს პროექტი ახალგაზრდების მომავალ განვითარებას უწყობს ხელს. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ის ვინც „ეტალონში“ გაიმარჯვებს ცხოვრებაშიც ყოველთვის გამარჯვებული იქნება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩა ტყეშელაშვილსა და „ეტალონის“ მთელს შემოქმედებით ჯგუფს.

ეკა კვესელავა, მერიის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტი:

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია „ეტალონთან“ უკვე მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს, რადგან ჩვენი ახალგაზრდები პროექტში ყოველთვის სიხარულით მონაწილეობენ. ეს კონკურსი მოსწავლეებს სისწრაფეს აჩვევს, რომ დროის მცირე მონაკვეთში დააფიქსირონ პასუხი და თავიანთი ცოდნა მაქსიმალურად გამოამჟღავნონ. ეს მათთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე გამოადგებათ. ვიცი, რომ ბავშვები „ეტალონის“ კონკურსში მცირე ასაკიდანვე ერთვებიან და საჭირო უნარ-ჩვევებს ივითარებენ. მარტვილელი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

აზა გადელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ ინტელექტ-ჩემპიონატის გამართვით მოსწავლეებისთვის ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. მითუმეტეს, ახლა პანდემიის პირობებში ამ კონკურსს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბავშვებს სწავლისადმი მოტივაციას უღვივებს და სწავლას ანდომებს. ჩემი სურვილია, რომ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ რაც შეიძლება ბევრმა მოსწავლემ მიიღოს მონაწილეობა. გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ სკოლას მთელი საქართველო იცნობს და ეს მომავალი მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ეს პროექტი დიდხანს გაგრძელდეს და ამ გამარჯვებით ჩვენნაირად ბევრმა სკოლამ გაიხაროს. ანა კვაშილავა, რომელმაც „მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი მოიპოვა ძალიან მიზანდასახული და ნიჭიერი მოსწავლეა. ანას „ეტალონისგან“ მრავალი სერტიფიკატი აქვს მიღებული და ეს დიდი წარმატება მისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

ვერიკო სიხარულიძე, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლის პედაგოგი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, მინდა ამ გუნდის თითოეულ წევრს ვუსურვო წარმატება, რათა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს ეს პროექტი. მინდა ასევე, გამარჯვებულ მოსწავლეს მივულოცო ეს წარმატება და ვუსურვო, რომ სკოლის სასახელოდ კიდევ მრავალი გამარჯვება მოეპოვებინოს.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება