სიახლეები
პიროვნება

„პასუხისმგებლობის გააზრება უკვე ნიშნავს, რომ შენ საქმე კარგად უნდა აკეთო“- გულო სულამანიძე, ბარდუბნის საჯარო სკოლის დირექტორი
26-10-2021
-
+


რას ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობა? რას ისურვებდა 10 წლის შემდეგ? და მისი აზრით რა სურს მოსწავლეს? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, თავის აზრს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის საჯარო სკოლის დირექტორი გულო სულამანიძე გვიზიარებს.

- სკოლაში იგრძნობა...

- თანადგომა და მხარდაჭერა. მე არაერთხელ ხაზგასმით ვთქვი და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი დიდი სიამოვნებითა და სიამაყის გრძნობით: ბარდუბნის საჯარო სკოლის გუნდი აკეთებს საერთო საქმეს მონდომებით, პროფესიონალიზმითა და შედეგზე ორიენტირებული შრომით. 

- მოსწავლეს სურს...

- სრულფასოვან სწავლებასთან დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლა-სწავლების პირობებში ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სასწავლო პროცესი უწყვეტ ფორმატში წარიმართოს, ყველანი ვთანხმდებით ერთ რამეში: დასწრებითი სწავლა შეუცვლელია. მოსწავლისთვის სრულფასოვანი გარემო ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლა ძირითადი რგოლია განათლების სისტემაში. მოსწავლემ სამივე საფეხური (დაწყებითი, საბაზო და საშუალო) სწორედ სკოლის კედლებში უნდა დაძლიოს.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია...

- მიიღო ხარისხიანი განათლება. ხარისხიანი განათლების მიღება ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა. განათლების მიღების ძირითადი გზა საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლაა. განათლება ეს არის უდიდესი განძი, ყველაზე ძლიერი იარაღი ადამიანის ცხოვრებაში, დაუშრეტელი წყაროა, ჩაუქრობელი სანთელია, ადამიანის გაკეთილშობილების სიმბოლოა. როგორც დიდი ილია ამბობდა: ,,განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს.’’ რა თქმა უნდა, კოვიდ-სიტუაცია გამოწვევაა განათლების სფეროსთვის. ახალი რეგულაციების პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშობლის, მოსწავლისა და მასწავლებლის ერთიანობა. რთულია ხარისხიანი განათლების მიღება და სასწავლო პროცესის უწყვეტობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი გუნდი ვითარდება პროფესიული თვალსაზრისით; ვესწრებით მასწავლებელთა სახლის მიერ დაგეგმილ სავალდებულო ტრენინგებს, მასწავლებლები იმაღლებენ სტატუსს გამოცდების შედეგად, ვართ მოლოდინში, რომ ჩავერთვებით ,,ახალი სკოლის მოდელში’’. სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, რომლისთვისაც სიახლეები არამარტო გამოწვევა, საინტერესო პროცესიცაა. სწორედ სიახლეებზე სისტემატური მუშაობა გვეხმარება სწავლის ხარისხის ამაღლებაში.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს...

- პასუხისმგებლობის გააზრება უკვე ნიშნავს, რომ შენ საქმე კარგად უნდა აკეთო. კოლექტიური პასუხისმგებლობა კი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საერთო საქმეში. პასუხისმგებლობას შესაბამისი უნარ-ჩვევები უნდა ახლდეს თან, რომ შედეგი გქონდეს. 

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი...

- უმოკლეს დროში ვისურვებდი მეტად განვითარებულ და სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრებას. ალბათ, მომავალ თაობებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მთავარია, სწორი მიმართულება მივცეთ განათლებას.

- პედაგოგებს სჭირდებათ...

- სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოტივირებული მოსწავლეები. გასული წლის დასწრებითმა ფორმატმა კარგად დამანახა მოსწავლისთვის სასკოლო გარემოს საჭიროება. პროექტები, პრეზენტაციები, ღია გაკვეთილები - ეს არის სამუშაო პროცესი, როდესაც ხდება ინტეგრირება საგნების, თემების, აზრების, ხედვების. შემაჯამებელ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა ერთნაირად საინტერესოა როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლისთვის. საკუთარი თავის, ცოდნის წარმოჩენას არსებითი მნიშვნელობა აქვს სასწავლო პროცესში. ამასთან ერთად, ინკლუზიური განათლებისთვის ხელშეწყობა სწორედაც რომ მოტივაციას უვითარებს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებს. 

- სასკოლო საგნებს დავამატებდი...

- ფსიქოლოგიას დავამატებდი. სკოლაში ხდება პიროვნების აღზრდა, ვეხმარებით მოსწავლეებს კონსტრუქტივისტული მიდგომებით, ერთად ვეძებთ პრობლემის გადაჭრის გზებს, ერთად ვაკეთებთ აღმოჩენებს, დაუსწრებლად ერთმანეთის ოჯახის წევრები ვართ, დღის უმეტეს დროს სკოლაში ვატარებთ, ვცდილობთ დღეს ვასწავლოთ, თუ ხვალ როგორ შეძლოს  დამოუკიდებლად აკეთოს დავალება. საუკეთესო სკოლა ის არის, რომელიც ბავშვს არამარტო თავისუფლებაზე ესაუბრება, არამედ თავისუფლებას ანიჭებს--ეს ყველაფერი, მე ვფიქრობ, ფსიქოლოგიის პოსტულატებს ეფუძნება, რომელიც ამოუწურავი მასალაა და რომელიც პროფესიონალმა უნდა ასწავლოს სკოლაში. დიმიტრი უზნაძის ,,განწყობის თეორია’’ ნებისმიერი მოსწავლისთვის ეფექტური ნავიგაცია იქნებოდა სხვადასხვა სიტუაციებსა და საკუთარ ქცევებში გასარკვევად.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ისვენებენ თუ არა სკოლები და ბაღები დიდ ხუთშაბათს - სამინისტრო აქტუალურ კითხვას პასუხობს
აღდგომას იწვიმებს - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
რა შემთხვევაში უნდა გააუქმოთ ჟურნალში ჩანიშნული შემაჯამებელი დავალება

 
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი უკვე მრავალი წელია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგანმანათლებლო სფეროში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთობლივად სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
სასკოლო საზოგადოება ამირან მარგველაშვილს ულოცავს და წინსვლას უსურვებს
დასუფთავების აქციაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება