სიახლეები
სკოლები

„სანდრა მრავალმხრივ ნიჭიერი გოგონაა“-წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლე სანდრა თუთბერიძე კონკურსში- „ჩემი პირველი სასწავლო დღე!“ „ეტალონის“ ერთ-ერთი რჩეულია
26-10-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე სანდრა თუთბერიძე ეტალონის და მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალ izrune.ge-ს ერთობლივ კონკურსში: „ჩემი პირველი სასწავლო დღე!“ ეტალონის რჩეული გახდა. სანდრამ ასევე სასკოლო ყოველწლიურ კონკურსში  - „სხვა სამყარო ჩემი“ გაიმარჯვა.

ნიჭიერი მოსწავლის კლასის ხელმძღვანელი რუსუდან ლობჟანიძე გახლავთ.

„ჯერ სკოლაშიც არ იყო მოსული, წმ. ნინოზე მის მიერ წაკითხული ლექსი რომ გამოგვიგზავნა, პანდემიის დროს კი თავის ძამიკოსთან, საბასთან ერთად ჩაგვიწერა ოპტიმისტური ვიდეორგოლი.
მალე ჩვენი სკოლის პირველკლასელი გახდა და თავის საყვარელ რუსუდან მასწავლებელთან ერთად ბევრი აქტივობები შემოგვთავაზა. სანდრა მრავალმხრივ ნიჭიერი გოგონაა, უყვარს პოეზია, წიგნების კითხვა, მღერის, ხატავს, ძერწავს, მონაწილეობას იღებს კლასის მინი სპექტაკლებში, არის სკოლის სტუდიის წევრი. გუშინ სანდრას ეტალონმა კონკურსში გამარჯვებულის დიპლომიც გამოუგზავნა
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს საყვარელ გოგონას. ჩვენი სასკოლო კონკურსი და საერთოდ სასკოლო გარემო ყველა პირობას უქმნის მოსწავლეებს გამოავლინონ და განავითარონ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები. მადლობა ეტალონს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისთვის მუდმივი ზრუნვის გამო“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება