მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
27 ოქტომბერი დიდი იაკობ გოგებაშვილის დაბადების და ქართული საბავშვო წიგნის დღეა! ეს დღე თბილისის N103 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ხელნაკეთი წიგნებისა და დიორამის პრეზენტაციით აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო დიდი იაკობის ღვაწლისადმი მადლიერების გამოხატვა და ქართული წიგნის პოპულარიზაცია.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: