სიახლეები
ეტალონი

„ეტალონს“ მოსწავლის ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“ - თელავის სკოლებში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
27-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანია მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებან.

26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში თელაველი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში თელავის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის მნიშვნელობაზე თელავის მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

ვენერა ჩიკვაიძე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საჯარო სკოლის დირექტორი:

აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონს“ ყოველთვის ძალიან საინტერესო პროექტები აქვს და ამისთვის უდიდესი მადლობა გუნდის თითოეულ წევრს; რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატს - ჩემი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები და რამოდენიმე  წლის წინ „ეტალონი მოსწავლეც“ გვყავდა. „ეტალონს“ მოსწავლის ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბავშვს თვითშეფასება უმაღლდება ასევე, უყალიბდება კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნება, რაც ცხოვრების ყველა ეტაპზე აუცილებლად გამოადგება.

ქეთევან ველთაური, თელავის N6 საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩემი სკოლის მონაწილეობით პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, ამ კონკურსს მოსწავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იმიტომ რომ თანამშრომლობითი კულტურა უღრმავდება და სწავლა-სწავლების ხარისხზე დადებითად აისახება. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი მძიმე პანდემიური მდგომარეობაა მთელს ქვეყანაში და „ეტალონი“ მაინც ტარდება ეს მხოლოდ მისასალმებელია. ჩანს, რომ ზრუნავთ ბავშვების და ჩვენ ჯანმრთელობაზე.

მაია ოთარაშვილი, მეფე ერეკლე II-ის სახელობის თელავის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობა თითოეული მოსწავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ბავშვები უდიდეს გამოცდილებას იღებენ და რა თქმა უნდა ცდილობენ, რომ კონკურსში სწავლის მხრივ მომზადებულები ჩაერთონ, გამომდინარე აქედან ეს პროექტი სწავლის ხარისხზე დადებითად აისახება. ასევე, მოსწავლეები სწავლობენ ჯანსაღ კონკურენციას, თუ როგორ უნდა შეეჯიბრონ ერთმანეთს.

ლალი იარაჯული, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ყოველთვის აქტიურად ვმონაწილეობთ და ჩემი მოსწავლეები კონკურსში სიხარულით ერთვებიან. აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ მოსწავლეები ისეთ ცოდნას იღებენ, რომელიც ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ. იღებენ ცოდნას, ხდებიან უფრო გონებამახვილები და სწრაფად აზროვნების უნარ-ჩვევას ივითარებენ. ძალიან სასიკეთო პროექტია და წარმატებებს ვუსურვებ „ეტალონს“, რათა ასეთი კარგი პროექტები კიდევ მრავალი წელი არსებობდეს.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება