„ანბანის ზეიმი“ ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში
ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის Iა კლასში ანბანის სწავლას საზეიმო გაკვეთილი მიეძღვნა. მოსწავლეები „დედაენის შემობრძანებას“ დიდი სიხარულით შეხვდნენ.კლასის ხელმძღვანელმა, მარიამ ჩიკვაიძემ პატარა მოსწავლეებისთვის სახალისო და საინტერესო აქტივობები შესთავაზა და პირველკლასელები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
პედაგოგმა მოსწავლეებს საზეიმოდ გაფორმებული საკლასო ოთახიც დაახვედრა, რითიც ბავშვები ძალიან გაახარა.
იხილეთ ფოტოები: