საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლას საპატიო სტუმრები ეწვივნენ
27-10-2021
დაკოპირებულია
-
+
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლას საპატიო სტუმრების ეწვივნენ და მეტად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
სკოლის დირექტორ ეკა ფიფიას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი გიორგი ფიფია და წალენჯიხის, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი ილია სარია შეხვდნენ.
სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას ახალგაზრდული ცენტრის საგანმანათლებლო სტრატეგიული განვითარების გეგმა გააცნეს და მომავალ თანამშრომლობაზე ვრცლად ისაუბრეს.