ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა, ირმა მგალობლიშვილმა მეხუთეკლასელებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა
27-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა, ირმა მგალობლიშვილმა მეხუთე კლასელებისთვის საინტერესო აქტივობა ჩაატარა.
პედაგოგმა ბავშვებს პროექტი „გასართობი პარკის მოწყობა“ შესთავაზა. მოსწავლეებს პროექტის ფარგლებში რაც შეიძლება მეტი გეომეტრიული და სივრცული ფიგურები უნდა გამოეყენებინათ.
პედაგოგმა მოსწავლეები ჯგუფებად დაყო და თითოეულში 3-3 მოსწავლე მოხვდა.
ბავშვები აქტივობაში დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.