დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის 7 მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდა
27-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის 7 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველ ეტაპზე შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:
ანა ქათამაძე;
ხატია ირემაძე;
გიორგი აბულაძე;
ბესო ანთაძე;
ლანა ცეცხლაძე;
იური ცეცხლაძე;
მია ირემაძე.
შვიდივე მათგანს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელი გადაეცა.
26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ოზურგეთელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ოზურგეთელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.