კარბის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით კონკურსში მონაწილეობენ
01-11-2021
დაკოპირებულია
-
+
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლა გარემოსდაცვითი ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობს.
კონკურსში, რომლის სახელწოდებაცაა „გაამწვანე სკოლის ეზო“, მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ კარბის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეზოს გამწვანებაზე ყოველთვის ზრუნავდნენ. მათ ყვავილები ბაღი თავიანთი ხელით გააშენეს. ასევე, ძალიან უფრთხილდებიან ნარგავებს, რომლებიც სკოლის ეზოშია.
„კარბის საჯარო სკოლა სისტემატურად ზრუნავს სკოლის ეზოს გამწვანებასა და სისუფთავეზე. ეზოში მოსწავლეების ხელითაა გაშენებული მშვენიერი ყვავილების ბაღი, მოსწავლეები იცავენ და უფრთხილდებიან ნარგავებს. სკოლამ გადაწყვიტა, მონაწილეობა მიიღოს - Keep Georgia Tidy - დავიცვათ საქართველოს სისუფთავე - KGT, გარემოს დაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „გაამწვანე სკოლის ეზო“. ამ მიზნით, სამუშაოები უკვე დაწყებულია მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხრიდან“.- წერს სკოლა.
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა