სიახლეები
სკოლები

დამიის საჯარო სკოლაში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
06-12-2021
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ინფორმაციული და შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაციები ჩაატარეს და ვიდეოჩანაწერები წარმოადგინეს. 

„1 დეკემბერს, მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე დამიელმა მოწავლეებმაც აღნიშნეს. 

მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები და ვიდეოჩანაწერები შემეცნებით ხასიათს ატარებდა.

გაიმართა ცოცხალი ინტერაქცია მსმენელებთან. დაისვა კითხვები და გაიცა მათზე პასუხები.

მოსწავლეებმა ისაუბრეს რა არის შიდსი, რა სიმპტომები ახასიათებს მას, ვინ ეკუთვნის შიდსის მაღალი რისკის ჯგუფებს, როგორ ხდება ადამიანის ინფიცირების დადგენა, რა გზით ხდება ინფექციის გადაცემა, როგორ შეიძლება შიდსისგან განკურნება და როგორ უნდა დავიცვათ მისგან თავი.

აქტივობას ჰქონდა რამდენიმე მთავარი მიზანი: სასკოლო საზოგადოების ინფორმირებულობა, ცნობიერების დონის ამაღლება და აივინფიცირებულთა მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულების შემცირება“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.  

ღონისძიება ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგის ლუსინე დარბინიანის ხელმძღვანელობით წარიმართა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
სკოლები
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები ემოციური ღონისძიებით აღნიშნეს
საერთაშორისო ღონისძიებები, პრაქტიკული და ვიზუალური სწავლების უპირატესობა - გაეცანით ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეების აქტიურ სასკოლო ცხოვრებას
მოსწავლეებმა აკუთარი ხელებით შექმნეს ფერადი სამაჯურები, რომელზეც სიმბოლურად გამოხატული იყო ფერადი წინდები
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება