გიორგი კვირიკაშვილი - იერუსალიმის თემაზე საქართველო პოზიციას ქვეყნის ინტერესებისა და საფრთხეების გათვალისწინებით გამოხატავს
07.12.2017

ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების არის ძალიან სენსიტიური და რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუქტურის და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მხრიდან საჯარო მიმართა სენსიტიურ საკითხზე მიუღებელია.

“უმრავლესობის წევრის მხრიდან საჯარო მომართვა იყო. მინდა ვთქვა, რომ უმრავლესობის ფარგლებში ასეთ საჯარო წერილების მიწერა და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის მიუღებელი ფორმა, ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა მოხდეს მსჯელობა და სახელმწიფომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. საკითხი არის ძალიან სენსიტიური და რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუქტურისა და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს რეგიონში. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პატივს ვცემ ყველა დეპუტატს მაგრამ უმრავლესობის დეპუტატის მხრიდან ასეთი მოსაზრებების, ასეთ სენსიტიურ საკითხზე ღია წერილით დაფიქსირება ჩემთვის არის მიუღებელი ფორმა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა ღია წერილით მიმართა



კომენტარები


სხვა სიახლეები
ორშ, 18 დეკემბერი 2017
19:01