„ოქროს შემოდგომა“ - ახკერპის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება
06-12-2021
დაკოპირებულია
-
+
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს და ღონისძიებებს ხშირად სთავაზობენ, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, მე-5 კლასის დამრიგებელმა, ნადია ვართუმიანმა - „ოქროს შემოდგომა“, მოსწავლეებთან ერთად გააცილა. ბავშვები მასწავლებელთან ერთად ტყეში იმყოფებოდნენ და საინტერესო აქტივობები განახორციელეს.
„ხვავი და ბარაქა თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.