სიახლეები
სკოლები

„ნახვამდის შემოდგომა“ - დაბა ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ტრადიციული საშემოდგომო ღონისძიება დისტანციურად გაიმართა
06-12-2021
-
+


დაბა ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საშემოდგომო ღონისძიება - „ნახვამდის შემოდგომა“ დისტანციურად ჩატარდა. 

ღონისძიება, რომელსაც კონკურსის სახე აქვს და მრავალფეროვანი ნომინაციებით გამოირჩევა, სკოლაში 13 წელია ტარდება და უკვე ტრადიციად იქცა. ონლაინ-სწავლებიდან სკოლაში დაბრუნებული მოსწავლეები ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის სიმბოლური საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

„2021 წელი წინა სასწავლო წლებისგან თუნდაც იმით განსხვავდებოდა, რომ წელს შემოდგომის ზეიმი - „ნახვამდის შემოდგომა“ დისტანციურად ჩატარდა. უკვე 13 წელია ეს ღონისძიება ტრადიციულად ტარდება ასპინძის საჯარო სკოლაში. ეს კონკურსი განსხვავდება მრავალფეროვანი ნომინაციით, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს, აიმაღლონ მოტივაცია რუსულ ენის სწავლაში, უმდიდრებს სიტყვების მარაგს, ასწავლის მათ გამოავლინონ კრეატიული აზროვნება. მონაწილეები ცდილობენ, მხატვრულად, რუსული ენისთვის დამახასიათებელი ინტონაციით, წაიკითხონ. ასრულებენ გრამატიკულ დავალებებს. აწყობენ საშემოდგომო კომპოზიციებს. ამ დავალებებმა გაუმრავალფეროვანა დისტანციური ცხოვრების რიტმი. სკოლაში დაბრუნებისას მათ გვაჩუქეს საშემოდგომო სიმღერა, რომელიც შეასრულა ყველამ ერთად, მიიღეს სიმბოლური საჩუქრები და სიგელები აქტიური მონაწილეობისთვის. სასიამოვნო შესახედი იყო მოსწავლეების ბედნიერი თვალები და მხიარული სახეები. ნომინაციებს აფასებდა კონკრეტული ჟიური: რუსული ენის მასწავლებელი ნ. სახვაძე. უცხოური ენების კათედრის გამგე ნ.გელაშვილი. ხელოვნების კათედრის გამგე მ.გურგენიძე. გადაცემის ავტორი და წამყვანი რუსული ენის მასწავლებელი ო. ლეკიშვილი“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება