სიახლეები
სკოლები

მუხრანის N3 სკოლის მოსწავლე ნინო გერაძემ პროექტი - „ჩვენი დროის გმირები“ განახორციელა
06-12-2021
-
+

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნინო გერაძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესო პროექტი - „ჩვენი დროის გმირები“ განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი და მონდომებული მოსწავლის, ნინო გერაძის პედაგოგი ნათელა ზაქარიაშვილია. 

მოსწავლის საინტერესო ნამუშევარს უცვლელად გთავაზობთ.

„სამყაროს ისტორია გმირებზე დგას. ერთი შეხედვით, სრულიად ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომელთაც ქვეყნიერების არსებობის სხვადასხვა ეტაპზე არაჩვეულებრივი მისიები იტვირთეს. პიროვნებებზე, რომლებმაც თავისი უნარების, დროის, ძალისხმევის, ცოდნის, ენთუზიაზმის-ყველანაირი ადამიანური რესურსის უდიდესი ნაწილი სხვა დანარჩენ, უამრავ ადამიანზე ზრუნვას და მათ კარგად ყოფნას მიუძღვნეს. ნათქვამიდან მოკლე დასკვნა გამოვიტანოთ-რა არის გმირობა? იქნებ, თავგანწირვაში გადაზრდილი პროფესიალიზმი?.. რას იტყვით ეთანხმებით?

თუ ამ მოსაზრებაში ეჭვი შეგეპარებათ, მაშინ შევეცდებით, ის ძირშივე გაგიფანტოთ და წარმოგიდგინოთ ჩვენი დროის საქართველოს ინტრაპრენერთა შორის ყველაზე გმირი ინტრაპრენერები, რომელთა პროფესიონალიზმს, გააზრებული რისკით გადაგმულ, გეგმაზომიერ ნაბიჯებს, ემოციურ გაწონასწორებულობას და ამ ყველაფრით მიღებულ საუკეთესო შედეგებს თუ კარგად გავაანალიზებთ, მარტივად შევნიშნავთ, რომ ბევრ პროგრესულ ევროპულ ქვეყანაზე წინ ვართ.

სწორედ ასე ხდება მაშინ, როდესაც საქმეს მასზე შეყვარებული პროფესიონალები აკეთებენ.

დღეს მსოფლიო წარმოუდგენლად დიდი გამოწვევების წინაშეა და იმაში, რომ საქართველო ასე წინაა პანდემიური კრიზისის წარმატებით მართვაში, მსოფლიოს სხვა მოწინავე ქვეყნებთან შედარებითაც კი, ჩვენმა გმირმა ინტრაპრენერებმა ყველაზე დიდი როლი შეასრულეს.

საინტერესოა, როგორი მმართველები არიან ისინი, რა არის მათი, როგორც ლიდერების, მთავარი უნარები, მოქმედების სტრატეგია და კრიზისის ეფექტურად მართვის მანერა.

გასაკვირი არავისთვის იქნება, თუ ამ სამ ადამიანში ბევრ საერთო თვისებას აღმოვაჩენთ. უპირველესად, აჯობებს მათი დახასიათება ალბათ ყველაზე ადამიანური და სასიამოვნოდ აღსაქმელი თვისებებით დავიწყოთ - მსუბუქი, მოსწრებული იუმორი და ოლიმპიური სიმშვიდე პროფესიონალების ის დადებითი მუხტია, რომელიც ფორს-მაჟორულ დღევანდელობაში თითქმის სრულიად საქართველოს მოსახლეობას ემოციურად ასაზრდოებს.

პაატა იმნაძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.

ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი

თენგიზ ცერცვაძე - ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, იმუნოლოგი.

დღეს მსოფლიო წარმოუდგენლად დიდი გამოწვევების წინაშეა და იმაში, რომ საქართველო ასე წინაა პანდემიური კრიზისის წარმატებით მართვაში, მსოფლიოს სხვა მოწინავე ქვეყნებთან შედარებითაც კი, ჩვენმა გმირმა ინტრაპრენერებმა ყველაზე დიდი როლი შეასრულეს.

საინტერესოა, როგორი მმართველები არიან ისინი, რა არის მათი, როგორც ლიდერების, მთავარი უნარები, მოქმედების სტრატეგია და კრიზისის ეფექტურად მართვის მანერა.

გასაკვირი არავისთვის იქნება, თუ ამ სამ ადამიანში ბევრ საერთო თვისებას აღმოვაჩენთ. უპირველესად, აჯობებს მათი დახასიათება ალბათ ყველაზე ადამიანური და სასიამოვნოდ აღსაქმელი თვისებებით დავიწყოთ - მსუბუქი, მოსწრებული იუმორი და ოლიმპიური სიმშვიდე პროფესიონალების ის დადებითი მუხტია, რომელიც ფორს-მაჟორულ დღევანდელობაში თითქმის სრულიად საქართველოს მოსახლეობას ემოციურად ასაზრდოებს.

სამივე ინტრაპრენერის დამოკიდებულება საქმისადმი, ფაქტობრივად, იდენტურია.

პროფესიონალიზმის ცნება თავისთავად უამრავ გამორჩეულ, დადებით უნარსა და თვისებას მოიცავს, მაგრამ არსებობს ასევე უმაღლესი პროფესიონალიზმი, როდესაც საქმისადმი ემოციური ბმა, მისით გატაცება, პასუხისმგებლობის განცდა სცდება ჰობის, სიამოვნების, აქტუალურობის, სასარგებლოობის ფარგლებს და გადაიზრდება ვნებაში. To be passionate to.. - ასეთი გამოთქმა აქვთ ამერიკელებს, რაც ადამიანის განსაკუთრებულად ძლიერ, ემოციურ დამოკიდებულებას აღნიშნავს რაიმეს მიმართ, რომლითაც ის მთლიანად მოცულია და მასთან ზიარება პიროვნების სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს. სწორედ ამგვარი ემოციური დამოკიდებულება აქვთ ჩვენი ჯანდაცვის „მუშკეტერებს“ თავიანთი საქმიანობის მიმართ, რომელთა შემთხვევაშიც საქმისადმი სიყვარული და ერთგულება უდიდეს სოციალურ პასუხისმგებლობას კვეთს და საზოგადოებისთვის პრინციპულად სასარგებლო ძალად და საქმედ რეალიზდება.

სამივე ინტრაპრენერის საქმიანობა ადამიანის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი პროცესების მართვას და ხშირ შემთხვევაში, კრიზისებთან გამკლავებას უკავშირდება, ამიტომ მთავარი სამოქმედო სტრატეგიების შემუშავება და მუშაობის სტილი მათ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია.

დროის სწორ მენეჯმენტს ჩვენი პროექტის გმირებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან დრო მათ საქმესა და წარმატებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. სწორად დაგეგმვა, საჭირო დროს საჭირო მითითებების გაცემა, მოკვლევა, საქმის დროული კოორდინირება მათ მოვლენების წინასწარ განჭვრეტის საშუალებასაც კი აძლევს, რაც კრიზისის მართვის მიმართულებით, წინგადადგმული უდიდესი ნაბიჯია.

ამირან გამყრელიძისთვის დროის მენეჯმენტი, უპირველესად მუდმივ მობილიზებას, გამოწვევებისთვის მზადყოფნას ნიშნავს. მისთვის მნიშვნელოვანია, სისტემა ისე იყოს აწყობილი, რომ სწრაფად ამოქმედდეს, სწრაფად უპასუხოს გამოწვევებს. სხვა შემთხვევაში, დროში შეფერხება შესაძლოა ადამიანებისთვის ლეტალურიც კი აღმოჩნდეს.

ანალოგიური დამოკიდებულება აქვს დროის მართვასთან პაატა იმნაძეს, რომლისთვისაც, თავისი კოლეგების მსგავსად, დღევანდელი ფორს-მაჟორული მდგომარეობის გამო, დროის მენეჯმენტი სტანდარტულიდან ქაოსურ რეჟიმში გადავიდა, ხოლო საგანგებო რეჟიმში დროის სწორად მართვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ლიდერებისგან მეტ უნარს, განსაკუთრებულ მობილიზებას, ენერგიას, ყურადღებას და ნებისყოფას მოითხოვს, რომლის ძალასაც ჩვენს გამოცდილ პროფესიონალებს მხოლოდ საქმისადმი ერთგულება, სიყვარული და უსაზღვროდ დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აძლევს.

ალბათ ლოგიკურია, თუ ამ სტატიას იმავე ნოტაზე დავასრულებთ, როგორც დავიწყეთ და ჩვენს გმირ ინტრაპრენერებს, თავგანწირულ პროფესიონალებს, გამძლეობას და რაც მთავარია, ყველაზე ძვირფასს - ჯანმრთელობას ვუსურვებთ.

„65 წელზე მეტის ვინც არის, მაქსიმალურად შინ უნდა დარჩეს და არ გამოვიდეს გარეთ. მე 65 წელზე მეტი ხნის ვარ, მაგრამ შინ ვერ დავრჩები. მე უნდა ვიმუშაო“, - პაატა იმნაძე. თბილისი. 2020 წლის 25 მარტი..

მსოფლიო პანდემიის წინააღმდეგ.

ბოლოს კი მოკრძალებული სიტყვა მინდა მივუძღვნა დედაჩემს, რომელიც მუშაობს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ის ჩემთვის მისაბაძ პიროვნებად ითვლება. პანდემიის პერიოდში თავდაუზოგავად ემსახურებოდა და ემსახურება ხალხის ჯანმრთელობას“, - წერია ნინო გერაძის ნაშრომში.

კომენტარები

ეტალონი
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრში რამდენი განაცხადი შევიდა უფროსის პოზიციის დასაკავებლად - ზოგიერთ რესურსცენტრში უფროსობის სურვილი 55-მა კადრმა გამოთქვა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ახალი წესი - პრემიერის დადგენილება ძალაშია
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
პროფესიული განათლების მიმართულებით 2024 წლის პირველი თანამშრომლობითი ვიზიტის მასპინძელი დაწესებულების გამოვლენა დაიწყო 
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები

მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ ისაუბრეს, ნამუშევრები დაამზადეს, ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ამჯერად, გაიმართა შიდა სასკოლო ჩემპიონატის - „ტვინების ბრძოლა“, გაზაფხულის სეზონი, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ
ღონისძიება პედაგოგების - მარინე ირიციანისა და გაიანე ვარდაპეტიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა
საინტერესო

საზოგადოება