მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლის პირველ კლასში საახალწლო ღონისძიება მოეწყო.
მოსწავლეებმა, პედაგოგ მაგული ვასაძის ხელმძღვანელობით, ჯადოსნური საახალწლო ზეიმი გამართეს.
მათ საშობაო სიმღერები იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და ახალი წელი ყველას მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პანდემიისა, პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსწავლეებს სკოლაში საახალწლო განწყობა ჰქონოდათ.
ღონისძიება ყველა შესაბამისი რეგულაციისა და რეკომენდაციის დაცვით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: