ყარაჯალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საახალწლო ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში საახალწლო ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ ცისმარი ცისკარიშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
სკოლაში მოსწავლეთა განწყობის შესაქმნელად ყველაფერი გაკეთდა. მოეწყო კონკურსიც და ყველაზე კარგად მორთულ კლასად მე-8ა კლასი დასახელდა.
„მოსწავლეებმა მოაწყვეს საახალწლო ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა. ცალკე კუთხე დაეთმო სსსმ მოსწავლეთა ნამუშევრებს ( სპეცპედაგოგი გ. გიგოლაშვილი). მოსწავლეები აზრებს, ემოციებს გამოხატავდნენ შთაბეჭდილებების დაფაზე. ასევე, გამოვლინდა გამარჯვებული, მოსწავლეთა ფანტაზიით საკლასო ოთახის საახალწლოდ გაფორმებაში“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: